სად ჯობს მივუჩინოთ ადგილი სარეცხის მანქანას, თუ მას სამზარეულოში ვდგამთ

თანამედროვე საოჯახო ტექნიკა მნიშვნელოვანწილად უმარტივებს საქმეს დიასახლისებს. თუმცა, ყველა ნივთს თავისი ადგილი უნდა გამოვუნახოთ, რაც ძალიან ხშირად, მით უმეტეს შეზღუდულ სივრცეში, არც ისე მარტივი გასაკეთებელია. მოდით ვნახოთ, კონკრეტულად სად შეიძლება გამოვუნახოთ ადგილი სარეცხის მანქანას სამზარეულოში, ხელი რომ არ შეგვიშალოს და ინტერიერსაც ორგანულად შეერწყას.
დავიწყოთ იმით, საერთოდ ღირს კი სარეცხის მანქანის სამზარეულოში განთავსება? განვიხილოთ დადებითი და უარყოფით მხარეები, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.


უპირატესობები
  • აბაზანაში თავისუფლდება სივრცე
  • ყველა საჭირო კომუნიკაცია არსებობს
  • შესაძლოა დამონტაჟდეს დიდგაბარიტიანი მოდელი (60სმ), რაც აბაზანაში ხშირად ვერ ხერხდება.
  • უსაფრთხოება. სამზარეულოში
    ნაკლები ნესტია და მოკლე ჩართვის ალბათობა მცირდება.
უარყოფითი მხარეები
  • თუ ჩაშენებული მექანიზმი, აირჩიეთ მანქანის შეკეთების დროს შესაძლოა დისკომფორტი შეიქმნას.
  • უნდა გამოყოთ ადგილი ჭუჭყიანი სარეცხისთვის და სარეცხის საშუალებებისთვის.
  • სამზარეულოში იკავებს გარკვეულ ადგილს.
  • ხშირად არ ხერხდება მანქანის კარის გაღება და განიავება, არადა ამის გაკეთება პერიოდულად აუცილებელია.

როგორ ხედავთ, მთავარი უხერხულობა მანქანის განთავსებას უკავშირდება. განვიხილოთ ყველაზე ოპტიმალური ადგილები.

ჩაშენებული ავეჯი


ეს ყველაზე გავრცელებული გადაწყვეტილებაა. განსაკუთრებით აქტუალური შეზღუდულ სივრცეში.

სამუშაო ზედაპირის ქვეშ

თუ ასე აპირებთ მანქანის დამონტაჟებას, გირჩევთ სამზარეულოს გარნიტურის შეკვეთის ან შერჩევის დროს ეს მომენტი აუცილებლად გაითვალისწინოთ.

ტუმბოში


თუ გინდათ, რომ მანქანა არ ჩანდეს და არ აფუჭებდეს სამზარეულოს საერთო ხედს, შეგიძლიათ ის ე.წ. ტუმბოში მოათავსოთ, ასე თვალს მიფარებული იქნება.

სიმაღლეზე დამონტაჟება

უფრო მეტი კომფორტისთვის გირჩევთ, მანქანა შემაღლებულ ადგილზე დაამონტაჟოთ, ასე სარეცხის შეყრა და გამოღება უფრო ადვილი იქნება.

კედელთან

ეს ყველაზე მარტივი ვარიანტია, რომელიც პოპულარობას არ კარგავს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვიზუალურად არც ისე კარგი სანახავია და ასევე შესაძლოა ღიად დარჩენილი კარი მოტყდეს. ერთი სიტყვით, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, კარგად აწონ-დაწონეთ, რამდენად კომფორტული მოსახმარი იქნება ასე განთავსებული სარეცხის მანქანა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები