დიდი ხალიჩა საკუთარი ხელით - მასტერკლასი

ხალიჩა იდეალურად უსვამს ხაზს ინტერიერის შტრიხებს და ოთახს სიმყუდროვეს ანიჭებს. ხალჩების არჩევანი საკმაოდ დიდია, თუმცა არც ისე იაფი გახლავთ, მითუმეტეს თუ მოზრდილი ზომის გნებავთ. ამიტომ დიდი ხალიჩის საკუთარი ხელით დამზადება ნამდვილად საჭირო რჩევა იქნება ყველა მეოჯახისთვის.

ზომასაც თავად გადაწყვეტთ და დიზაინსაც. ამით ოთახთან იდეალური შეხამება გამოგივათ.
შეაგროვეთ ხალიჩისთვის საჭირო პატარ-პატარა ფარდაგები.


სასურველია, რომ ნაკუწები ერთსა და იმავე ფაქტურის იყოს და ფერთა გამის იყოს. მთავარი პირობა ზომების და სიმეტრიის დაცვაა. შეადგინეთ ხალიჩის მოდელი.
დაგჭირდებათ ორმხრივად წებოვანი ლენტი - ყველა საყოფაცხოვრებო მაღაზიაში

იყიდება და ძვირიც არ ღირს.

სანამ დაწებებას დაიწყებთ, ჯერ ლენტი საჭირო ზომის ნაჭრებად დაჭერით. აწყობის პროცესი ასე უფრო გაგიადვილდებათ.


მიჰყევით ინსტრუქციას და წებოვანი ლენტის დახმარებით შეაერთეთ ხალიჩის ნაწილები.

ბოლოს შეგიძლიათ იაფფასიანი ფეხის აცურების საწინააღმდეგო საფენი შეიძინოთ და ქვემოდან დააკრათ ხალიჩას. ამით ის მყარად დამაგრდება იატაკზე და აქეთ-იქეთ არ იცურებს

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები