დეკორი საკუთარი ხელით - დაამზადეთ მარტივად

დეკორის საკუთარი ხელით შექმნა ყოველთვის ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, სახალისოა. მინიმალური დანახარჯებით მართლაც უნიკალური და ექსკლუზიური ნივთების გაკეთებაა შესაძლებელი.


მალე ახალი წელი მოვა და შემოგთავაზებთ რამდენიმე ძალიან საინტერესო ვარიანტს თქვენი სახლის მოსართავად.
აიღეთ გირჩები და ყვავილების პატარა ქოთნები ან თუნდაც კექსის სილიკონის ფორმები. თითოეული გირჩი წებოთი ჩაამაგრეთ ქოთანში ან ფორმაში. გირჩები მწვანედ შეღებეთ, წვეტები კი ვერცხლისფერი ან ოქროსფერი გაუკეთეთ. თავზე ვარსკვლავი გაუკეთეთ და მინი ნაძვის ხეც მზად არის.


ან აი, ასეთი გერლიანდა გააკეთეთ. პატარ-პატარა გირჩები თოკზე ან ტილოს ტომრის

ნაჭრებზე დაამაგრეთ. შეგიძლიათ მძივებიც დაუმატოთ. ძალიან ლამაზი გამოდის და თქვენს სახლს სიმყუდროვეს შესძენს.


ნატურალური დარიჩინის ტოტებით კი არომატული სანთლის გაკეთება შეგიძლიათ. ჩვეულებრივი სანთელი მაღალ ჭიქაში ან ლარნაკში მოათავსეთ. ირგვლივ დარიჩინის ტოტები შემოულაგეთ. კიდევ უფრო მეტი საზეიმო განწყობის შესაქმნელად კი ფორთოხლის ცედრის დამატებაც შეგიძლიათ.

 

 

                                                              როგორ დავამზადოთ დეკორატიული ლარნაკი

დაგჭირდებათ:

კანაფის თოკი

პულვიტორი

წებო პვა

 

გაბერეთ ბუშტი იმ ზომაზე, რამხელა დიამეტრიც გინდათ რომ ჰქონდეს თქვენს ლარნაკს.

 

გაუყარეთ კანაის ბოლო მახათში, გახვრიტეთ წებოს ბოთლი და გაატარეთ კანაფი მასში.

 

როცა მთლიანი კანაფი წებოთი დასველდება, შემოახვიეთ ბუშტს. როცა გაშრება, გახეთქეთ ბუშტი

მიღებული ბურთი აკურატულად გაჭერით შუაზე

ლარნაკი მაზადაა და შესანიშნავი სათავსოა წვრილმანი ნივთებისთვის

 

შეგიძლიათ პულვიზატორით შეღებოთ და სასურველი ფერის დეკორი მიიღოთ

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები