ჟუჟუნა ნიჯარაძე-მაჭავარიანმა ყვავილებს წიგნი "ყვავილით შთაგონებული" მიუძღვნა, სადაც მეტად საინტერესო რამეს ვკითხულობთ...
ზაფხული ერთდროულად მრავალი სხვადასხვა ფერის ყვავილს გვიძღვნის. როგორ გავაკეთოთ ლამაზი თაიგული და სად დავდგათ იგი, ამაზე თითქმის ყველა ჩვენგანს უფიქრია.
მხატვრებმა, მეყვავილეებმა და ყვავილთა თაყვანისმცემლებმა შეიმუშავეს ფერთა კოლაჟი: ზემოთ რბილი ტონები - წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი... ქვევით უფრო ცივი ფერები: იისფერი, ლურჯი, მწვანე ძალიან ლამაზად გამოიყურება. ასევე ახამებენ საწინააღმდეგო ფერებს: წითელს, მწვანეს, ნარინჯისფერს; ლურჯს, წითელს, იისფერს და ყვითელს; თუ თქვენც ასეთი შეხამება გადაწყვიტეთ, სასურველია მათ შორის თეთრი ფერის ყვავილი
მოათავსოთ. თეთრ ყვავილს ყველა ფერის ყვავილი ეხამება. ზოგი ყვავილი იმდენად თავისებურია, რომ მასთან სხვა ყვავილის შეხამება არ არის სასურველი, განსაკუთრებით, ვარდთან, იორდასალამთან, თეთრ შროშანთან. ერთი დიდი მიხაკი კარგად გამოიყურება მაღალ ჭიქაში ან შავ, მაღალყელიან ლარნაკში. მას მოუხდება ერთი ტოტი ასპარაგუსი.
ასევე ლამაზად გამოიყურება ერთი და იგივე ყვავილი, მხოლოდ რამდენიმე ფერში. წითელი და ყვითელი ფერის ლომისპირა კარგად გამოიყურება განიერ, შავ ლარნაკში. კედელზე ჩამოკიდებილ ლარნაკებში კარგად თავსდება დაბალი ყვავილები.
იაპონიაში გამაოცა ყვავილის ლარნაკში ჩადების კულტურამ. ამ ხელოვნებას "იკებანას" ეძახიან და სკოლებში ასწავლიან. "იკებანას" მიხედვით, რეკომენდებულია ყვავილების შეხამება ლარნაკთან. იაპონელები არჩევენ ოთხი სახის ყვავილს: მაღალს, დაბალს, მსხვილს და ქვემოთ დაშვებულს. იაპონიაში ყვავილს "ადამიანის სულს" უწოდებენ. ვეცადოთ, ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ასეთი თაიგულები.
ცენტრალურ ყვავილად ავიღოთ დიდი მიხაკი ან ყაყაჩო და რამდენიმე სხვა ყვავილით გავალამაზოთ. თაიგულის შეკვრისას უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:
- ღეროები თანაბარი ზომის არ უნდა იყოს.
- ლარნაკი არ უნდა იყოს ღეროს ნახევარზე მეტი.
- ყვავილები თითო-თითოდ უნდა ჩავდოთ ლარნაკში, რაც თაიგულს უფრო ეფექტურს გახდის.
- ასევე უნდა მოვიფიქროთ და სწორად შევარჩიოთ ლარნაკის დასადგმელი ადგილი" .
მოამზადა მანანა გაბრიჭიძემ