მედეა იმერლიშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. პროფესიით ფილოლოგი გახლავთ, დაინტერესებული იყო ხევსურეთის, ფშავის და ზოგადად მთის ყოფით. წლებია ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს, საზოგადოებრივ რადიოში გადაცემა „უფლება და თავისუფლების“ წამყვანია. მისი ცხოვრების ძირითადი ნაწილი კი ხელოვნებას, ფერებს და ორნამენტებს უკავშირდება. ქალბატონი მედეა ხელით ნაქსოვ ფარდაგებს ქმნის, ყოველ მათგანს კი საკუთარი ისტორია აქვს.
- თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ მხატვრების გარემოცვაში გავიზარდე. ჩემთვის პირველი სწორედ მხატვრობა იყო, ფერების სამყაროხელოვნება იყო, რადგან ჩემი მშობლები მხატვრები არიან, პაპაც მხატვარი იყო. ჩემი ძმებიც მხატვრები არიან - ერთი
ფერმწერია, მეორე - მოქანდაკე. მთელი ჩემი ბავშვობა ამ სამყაროს უკავშირდებოდა - ფერებს, ფუნჯებს, პალიტრას, საღებავებს... მე თვითონაც ვხატავდი, რაც თავი მახსოვს, ხატვის სკოლაშიც დავდიოდი. თუმცა საბოლოოდ მაინც სხვა პროფესია ავირჩიე.
- რამ განაპირობა ეს არჩევანი?
- განათლებით ფილოლოგი ვარ. ჩემი არჩევანი თავის დროზე ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით გაკეთდა. ჟურნალისტი მოგვიანებით გავხდი. ესეც განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორითე. როგორც ჩანს, არ მინდოდა და არ შემეძლო ყოფნა ფერებთან ურთიერთობის გარეშე. წლების მერე სპეციალურად ვისწავლე, როგორ უნდა მექსოვა ფარდაგიტექნიკურად, როგორ მომემზადებინა ჩარჩო, როგორ გამექსელა ზედ ძაფი და სხვა ტექნიკური დეტალები.
სწავლის პროცესი არ იყო რთული. შემიძლია თქვენც გასწავლოთ და დარწმუნდებით... გარკვეული სირთულეები აქვს, ძალიან შრომატევადი საქმეა, ძალიან დიდი დატვირთვაა ხერხემლისთვის, მაგრამ ეს არ არის ის, რაც უარს მათქმევინებს საყვარელ საქმეზე. როცა რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გააკეთებმოგივა.
- როგორ უთავსებთ ორ სრულიად განსხვავებულ პროფესიას?
- ამ ორ საქმიანობას ერთმანეთთან არაფერი აქვს ნაირი საერთო არ აქვს, მაგრამ წლების განმავლობაში დროს ისე ვანაწილებ, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ქსოვა ჩემთვის განტვირთვის და ბედნიერების, სიამოვნების ძალიან დიდი წყაროა, მაწონასწორებს და მაძლიერებს. მერე იმ შენს საქმიანობაშიც უფრო ენერგიული ხარ.
- ესკიზებს წინასწარ ქმნით, თუ ორნამენტები, ფერთა გამა ექსპრომტად იქმნება?
- უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ჩემი ძირითადი სპეციალობა იყო მითოლოგია და ხალხური სიტყვიერება, ფოლკლორი. მაინტერესებდა ხევსურეთის, ფშავის და ზოგადად, მთის ყოფა, ტრადიციები. ორნამენტები, რომლებსაც ჩემს ნამუშევრებში ხედავთ, ძირითადად არის სწორედ ფშავ-ხევსურული, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ორნამენტები. თუმცა ქსოვის პროცესში ბევრი რაღაც იცვლება, ბევრ რამეს თავად იგონებ. რაც შეეხება კონკრეტული ფარდაგის დაწყებას, ჩემთვის ამოსავალი არის ხოლმე ფერი. საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ფერები. ეს მხოლოდ მუშაობის პროცესში არა, ცხოვრებაშიც ასეა. მე წინასწარ ვიცი, რა ფერებში უნდა მოვქსოვო მომდევნო ფარდაგი. პირველი იმპულსი მოდის სწორედ ფერიდან, შემდეგ იკვრება კომპოზიცია.
ყველა ფერი მიყვარს, რადგან სამყაროში ყველა ფერი ძვირფასია, ყველა ფერს თავისი ფუნქცია აქვს, ყველა ფერს თავისი ხმა და ემოცია აქვს.
ზოგჯერ მე თვითონაც ვღებავ ძაფებს. ეს კიდევ ცალკე პროცესია, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამისთვის სპეციალურად ვაგროვებ მასალას: ხახვის ფურცელი, ბროწეულის ქერქი, მუხის ქერქი, ენდრო, სხვადასხვა ბალახეული. ეს მაძლევს საშუალებას მივიღო განსხვავებული ტონალობები. მხატვარი როდესაც ხატავს, ის ყოველთვის აზავებს ფერებს ერთმანეთთან და ღებულობს თავის ფერს, იმ ფერს, რომლითაც უნდა, რომ გამოხატოს საკუთარი გრძნობა, განცდა, ჩანაფიქრი და ა.შ. დამეთანხმებით, რომ ფოთოლი არასოდეს არ არის მარტო ერთნაირი სიმწვანის. მეც, იმისთვის, რომ მქონდეს სხვადასხვა ტონალობები, ვიყენებ ამ მეთოდს. ასე ცოცხლდება კიდეც ფარდაგი, რადგან სხვანაირად ძალიან მშრალი და უსიცოცხლო გამოვიდოდა.
- რაც შეეხება ქსოვის მეთოდს, ტრადიციული მეთოდით ქსოვთ, თუ თქვენეული მეთოდი გაქვთ შემუშავებული?
- მთაში სხვანაირად, სხვა ტექნიკით, ძველებურ ჩარხებზე ქსოვენ. მე ვქსოვ ისე, როგორც ქსოვენ გობელენისტები, ჩარჩოზე გაქსელილ ძაფებზე. ვფიქრობ, ეს მთლად ტრადიციული მეთოდი არ არის.
- როგორ იწყებთ ქსოვას, როგორ იბადება თითოეული ფარდაგი?
- გაქვს ჩარჩო, რომელზეც არის დაჭედებული ლურსმნები. ლურსმნებს შორის არის თანაბარი ინტერვალი. პირველ რიგში უნდა გაიქსელოს ძაფი, ეს არის სპეციალური სელის ან დაგრეხილი ბამბის საქსელი ძაფი. იქსელება ეს ძაფი და ამის შემდეგ სპეციალური ზედა და ქვედა გამყოფით იყოფა ერთმანეთისგან ორ წყებად - წინა წყებად და უკანა წყებად. ამაგრებ მთავარ ძაფს, ფონის ფერს და ამის შემდეგ იწყებ ქსოვას.
მე მაქვს ერთი ფარდაგი, რომელიც დიდი ხნის წინ მოვქსოვე. შემდეგ ეს ფარდაგი ფონად დაედო ჩემი ლექსების კრებულს. ეს არის ლაბირინთი, აქ მრავალი ორნამენტი ერთვის ერთმანეთს, არის სხვადასხვა ფერი, ჭარბობს შინდისფერი, შავი, ლურჯი. როცა ნახატი არ არის რეალისტური და სიმბოლოებითაა სავსე, ყველა ადამიანს შეუძლია თავისი რაღაც ამოიკითხოს. ფარდაგის თვალიერებისას შეიძლება ყველამ თავისი ზღაპარი მოიფიქროს. აქ არიან ფასკუნჯები, ჯვრები, სხვადასხვა ფორმის ორნამენტები, რომელსაც თავისი სახელი აქვს.
წარმოიდგინეთ, რომ ფარდაგის ქსოვა ჩემთვის არის ზღაპარი, ან ლექსი, რომელსაც ხმამაღლა არ ამბობ და უსიტყვოდ წერ.
- საოცარი ნამუშევრები ამშვენებს თქვენს სახლს. ალბათ ყველა ნამუშევარი, რაც კი ოდესმე შეგიქმნიათ, არ არის წარმოდგენილი...
- ძალიან ბევრი ნამუშევარი მაქვს შექმნილი, დაახლოებით ასამდე. თუმცა ჩემთან ბევრი აღარ არის, რადგან ზოგი გავაჩუქე, ზოგი გაიყიდა.
- გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?
- გამოფენაში სულ ორჯერ მაქვს მიღებული მონაწილეობა. მე არ ვარ პროფესიონალი მხატვარი, ამიტომ ხშირად არც მიკავშირდებიან. რამდენიმე წლის წინ შემომთავაზა ერთ-ერთმა ქალთა ორგანიზაციამ მიმეღო მონაწილეობა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში. გაიყიდა ჩემი ორი ნამუშევარი და შემდეგ ეს თანხა მოხმარდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების საჭიროებებს.
- რომელ სფეროში უფრო ხედავთ თქვენს თავს მომავალში?
- დაგეგმვით ვერაფერს ვგეგმავ, მაგრამ ერთი რამ ვიცი, ჩემი ცხოვრება ყოველთვის იქნება დაკავშირებული ფარდაგებთან, ფერებთან, ორნამენტებთან. ეს არის ის, რაზეც არასოდეს არ ვიტყოდი უარს. შეიძლება ოდესმე მოხდეს ისე, რომ აღარ ვიყო ჟურნალისტი, მაგრამ ეს ჩემი ფერადი ორნამენტები, აბურდული ძაფები, გაქსელვისგან დაკოჟრილი თითები, ქსოვისას საქსელ ძაფის ხმა, ეს უსიტყვებო და უხმო ლექსები, ხელოვნება არის ის, რაზეც ვერასოდეს ვიტყვი უარს.
მერი ბლიაძე