სააღდგომო კვერცხის შეღებვის ორიგინალური და მარტივი მეთოდები

იმისთვის, რომ თქვენი სააღდგომო კვერცხი ლამაზი და ორიგინალური გამოვიდეს, რამდენიმე საიდუმლოს უნდა ფლობდეთ. ერთ-ერთი მთავარი თქვენი ფანტაზიაა, დანარჩენი კი ტექნიკის საქმეა.

ცისარტყელა კვერცხები

კვერცხის შესაღებად დაგჭირდებათ
მოხარშული კვერცხი (თეთრი)
5 ფერის ნატურალური საღებავი
ხელსახოცები
ჭურჭელი საღებავისათვის

1. მოხარშეთ კვერცხი
2. გახსენით საღებავები წყალში. შემდეგ თითოეული კვერცხი გაახვეთ ხელსახოცში.
ხელსახოცი ძალიან მჭიდროდ უნდა ეკვროდეს კვერცხს.

3. მაგიდას რამე გადააფარეთ რომ არ დაისვაროს.
4. თითო წვეთი ყველა ფერის საღებავი რიგრიგობით დაასხით კვერცხს.
5. როდესაც საღებავი მთლიანად შეიღებება დადეთ და აცალეთ გაშრობა 6-7
საათით.
6. როდესაც კარგად გაშრება შეამოაცალეთ ხელსახოცი.
აი, ასე, კვერცხიც მზად არის.



ეს კვერცხის შეღებვის კიდევ ერთი მეთოდია, მარმარილოს ეფექტი


1. გახსენით წყალში საღებავი და დაუმატეთ ნახევარი სუფრის კოვზი ზეთი.
2. კარგად აურიეთ.
3. დადეთ კვერცხი და კარგად ატრიალეთ კოვზით.
4. ამოიღეთ კვერცხი და და შეამშრალეთ სველი ხელსახოცით.
5. თქვენ გამოგივათ ლამაზად შეღებილი კვერცხი მარმარილოს ეფექტით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები