შემოდგომა სწორედ ის დროა, როცა ძველ ჭიქებსა და კერამიკულ ლარნაკებს ახალი სიცოცხლე უნდა მიანიჭოთ. დეკორაციის ექსპერტი ჰელენა ნორდი გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვაქციოთ საკუთარი ხელით მოძველებული მინის საგნები სახლის მოდურ აქსესუარად.
დაგჭირდებათ:
პატარა საღებავი ფუნჯი
წყალი
ღრუბელი
წყალგამძლე ფლომასტერი
საღებავები
მინის ძველი ბოკლები, ჭიქები და ლარნაკები
თავდაპირველად ჭიქები და ლარნაკები შეღებეთ გარედან.
მარკერით ტონირება
ნივთები შეგიძლიათ უბრალოდ რძისფერი თეთრით შეღებოთ და გამოიყვანოთ ერთფეროვანი კომპოზიცია. ასევე სპეციალური წყალგამძლე მარკერის საშუალებით შეგიძლიათ ჭურჭლის ზოგიერთი ნაწილის ტონირება.
მას შემდეგ, რაც საღებავი გაშრება, შავი
ფლომასტერის დახმარებით გადაფარეთ მისი ზედაპირი.
შემდეგ ჩადეთ ფუნჯი წყალში გაზავებულ საღებავში და გადაუსვით ფლომასტერს, რათა ხაზები ნაკლებად მკვეთრი და უფრო ბუნდოვანი გახდეს.
დახატვა შხეფებით
ერთფეროვანი ლარნაკის გაფორმების კიდევ ერთი საშუალება - საღებავის შხეფებია. დაასველეთ ფუნჯი საღებავით, შემდეგ ჩაუშვით წყალში, ახლა კი შეაშხეფეთ საღებავი ლარნაკის ზედაპირზე მცირე სიმაღლიდან.
პატინას ეფექტი
პატინას ეფექტის მისაღებად გამოიყენეთ რამდენიმე სხვადასხვა ფერის საღებავი. ჩაუშვით ღრუბელი საღებავში და მსუბუქი მოძრაობებით გადაანაწილეთ ლარნაკის ზედაპირზე. შეცვალეთ ფერი და გაიმეორეთ ეს პროცედურა, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიიღებთ.