წარმოსახვა, რომელსაც შემოქმედი ფლობს, სცდება რიგითი ადამიანის ხედვას, ის ჩვეულებრივ საგანსაც კი უჩვეულო ხიბლს სძენს და განუმეორებელ, თვალწარმტაც ხელოვნების ნიმუშად აქცევს. მხატვარი ინგა გელაშვილი არაერთ მასალაზე მუშაობს, სტუდენტობისას შავმა ლითონმაც კი გაიტაცა, მაგრამ ფართო საზოგადოება უფრო მეტად მის მინანქრის ნამუშევრებს იცნობს.
- სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ წავედი ორი წლით, როდესაც დავბრუნდი, მოვემზადე და მეგობრების რჩევით სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე - ხის, ლითონის და სხვა მასალათა მხატვრული დამუშავების ფაკულტეტზე. თუკი რაიმე ბუნებრივი მასალა არსებობს, ყველაფერთან გვქონდა შეხება, რაც უზომოდ საინტერესო იყო და
აქტიური შემოქმედებითი პროცესებისკენ გვიბიძგებდა. მეორე კურსიდან უკვე ტიხრული მინანქრის ინტერესი გამიჩნდა, იმ დროს მინანქარი სამხატვრო აკადემიაში მხოლოდ ჩვენს კათედრაზე ისწავლებოდა და მეც დიდი ენთუზიაზმით დავიწყე მუშაობა. იმდენად გამიტაცა, რომ დღემდე ვმუშაობ მინანქარზე. თავდაპირველად ასევე ძალიან დამაინტერესა შავმა ლითონმა. შესაძლოა შავი ლითონის ჭედვა მაინცდამაინც ქალის საქმე არ არის, მაგრამ სამხატვრო აკადემიაშიც სწორედ ასე დამიმახსოვრეს, როგორც გოგო, რომელიც შავ ლითონს ჭედავდა. მახსოვს, თავიდანვე როგორც კი მინიატიურული შანდლების ჭედვა დავიწყე რკინაში, ჩვეულებრივ, ბიჭების მსგავსად, ვხმარობდი ავტოგენს, ვაცხელებდი რკინას და ჩაქუჩით ვჭედავდი, რაც უზომოდ აზარტული, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესი იყო ჩემთვის. შავი ლითონის შემდეგ გადავედი მინანქარსა და ხის მასალაზე, ვისწავლე ლითონის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკა.
ერთხელ სამხატვრო აკადემიის ეზოში თუთის ხეები მოჭრეს და რაღაც დეტალები მე და ჩემმა პედაგოგმა სახელოსნოში შემოვიტანეთ. ზამთარი იყო და ლექციები დასრულებული გვქონდა, ამიტომ თავისუფალი ვიყავი და ძალიან მინდოდა რაღაცის კეთება; შემოქმედებით ძიებაში მყოფმა დავიწყე თუთის გათლა, პედაგოგიც დამეხმარა და საინტერესო სამუშაო პროცესის შემდეგ სანათი გავაკეთეთ. ხეზე მუშაობაც მომეწონა და შემდგომ სადიპლომო ნამუშევარიც ხეში და ლითონში შევასრულე, ეს იყო მასიური სანათი.
- რა აქვს ტიხრულ მინანქარს ისეთი მომხიბვლელი, რომ ასე გაგიტაცა?
- შესაძლოა ცოტა ცუდი შედარებაა, მაგრამ მინანქარი მასზე “დამოკიდებულს” გხდის. როდესაც დასასვენებლად ან სამოგზაუოდ მივდივარ, მაინც მინანქარზე ვფიქრობ: ხან ფერთა გამაზე, ხან რაღაც კომპოზიციაზე, ან მისი შესრულების სხვადასხვა ფორმაზე, გამუდმებით რაღაც ახალს ვეძებ. ყოფილა შემთხვევები, წიგნაკშიც კი ჩამინიშნავს ახალი იდეები და თემები. მუშაობის პროცესში კი არსებული პალიტრა არასოდეს მყოფნის, სულ უფრო მეტი და მეტი ფერი მესაჭირეობა. არ მიყვარს ერთ ეტაპზე გაჩერება, სულ ძიებაში ვარ. თუკი ერთსა და იმავეს ვაკეთებ, მეჩვენება, რომ ერთ ადგილზე ვიყინები და არ ვვითარდები, რაც მხატვრისთვის მაინცდამაინც სახარბიელო არ არის.
- რა თემატიკა გაინტერესებს?
- სხვადასხვა თემატიკა მიტაცებს, ყოველთვის უამრავი იდეა და კომპოზიცია მიტრიალებს თავში, შესაძლოა რაღაც ძველ ესკიზებს ვათვალიერებდე და ახალი კომპოზიციების იდეა გამიჩნდეს, ვაკეთებ გეომეტრიულ კომპოზიციებს ან რაღაც მცენარეულს გრაფიკული ხაზებით. გამორჩეულად რელიგიური თემატიკა მომწონს. რელიგიურ თემატიკაზე მუშაობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, უფრო რთული და საინტერესო, დიდ სიამოვნებას ვიღებ და მოუთმენლად ველი იმ ეტაპს, როცა ნამუშევარი დასრულებულ სახეს მიიღებს.
- საქართველოში ბევრი გიცნობს, უცხოეთშიც თუ დაინტერესებულან შენი ნამუშევრებით?
- თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ვასწავლიდი, როდესაც ჩემი და ჩემი მოსწავლეების ნამუშევრები საშობაო გამოფენებზე ავსტრიაში, საფრანგეთში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში გამოფინეს და საკმაოდ წარმატებით გაიყიდა. პიროვნულ დონეზეც მაქვს კომუნიკაცია ადამიანებთან სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგალითად, საფრანგეთში მცხოვრები წარმოშობით ქართველი ქალბატონის მეშვეობით, ქართულმა მინანქარმა პიერ კარდენის ინტერესი გამოიწვია და კონკრეტული პროექტი დაიგეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც ჩვენი ნამუშევრები გამოიფინება მათ პავილიონებში, მაგრამ ეს სამომავლო გეგმებია.
- მინანქრის სამკაულის გარდა, რომელსაც კარგად იცნობს ფართო საზოგადოება, კიდევ რა ნამუშევრები გაქვს შესრულებული?
- მე და ჩემმა პედაგოგმა ფარაჯანოვის პრიზზე ვიმუშავეთ. ეს იყო სივრცობრივი პატარა მრგვალი ბროწეული სადგამზე წარწერით. ერთი პერიოდი ტყავის ჩანთებსა და სამაჯურებსაც ვკერავდი, თექაზეც მიმუშავია, მხოლოდ მცირე ხანს, ხეშიც მიმუშავია და სანათები შემიქმნია, შანდლებიც - რკინაში და სხვა მასალაში, ხშირად ვახდენ მასალათა სინთეზს. ძალიან მრავალფეროვანი ქამრები მაქვს გაკეთებული მასალათა სინთეზით. შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს ბუნებრივი მასალა, რომელსაც არ შევხებივარ, ერთადერთი ბამბუკი არ მომწონს და არასოდეს ვიყენებ.
- ამჟამად შენს სახელოსნოში ვიმყოფებით, სადაც ვხედავ მოხატულ ჭერს, ძალიან საინტერესო დეკორატიულ კედელს და სხვა უამრავ დეტალს. შენი აზრით, რა მნიშვნელობა ენიჭება ინტერიერში დეკორატიულ ნივთებს, ზოგადად დეკორს?
- დეკორატიული ნივთები უნდა ქმნიდეს იმ კონკრეტული გარემოს განწყობას, რომელშიც ვიმყოფებით. მაგალითად, ეს სახელოსნოა და კედელიც იმიტომ მოვხატე, რომ უფრო მხატვრული კუთხისკენ წამეყვანა. გარდა ამისა, აქ ხედავთ უამრავ ნივთს - კერამიკული იქნება ის, ლითონის, ხის თუ ვთქვათ, დაწნული კალათა, ყველაფერი ერთად კონკრეტულ განწყობას გიქმნის. როდესაც შემოდიხარ, ხვდები, რომ სახელოსნოში ხარ. ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ აქ მოსვლა, ხშირად მსტუმრობენ. მე კი აქ შემოსვლის შემდეგ სამუშაო განწყობაზე ვდგები და შემიძლია უცებ დავჯდე და მუშაობა დავიწყო.
რაც შეეხება საცხოვრებელ სახლს, მიმაჩნია, რომ ინტერიერში ისეთი დეკორატიული ნივთები უნდა იყოს, რომლებიც პირველ რიგში სიმყუდროვეს შექმნის. არ ვთვლი, რომ შინ აუცილებლად ძვირფასი დეკორატიული ნივთები უნდა განათავსო, ბევრად უფრო სასიამოვნოა ხელით შექმნილი ნივთები, რომლებიც აუცილებლად დადებით და თბილ განწყობას ქმნის და სიმყუდროვის განცდას ტოვებს.
- რა არის დღეს მოდური ინტერიერის დეკორში?
- ინტერიერის დეკორში დღეს ძალიან აქტუალურია ძველი ვინტაჟური ნივთები, რაც მე ყოველთვის მომწონდა. ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მახსოვს, ძველ ნივთებს, რაღაც ტუმბოებს ვფერავდი, დაძველების ეფექტს ვაძლევდი და ძალიან მიტაცებდა ეს საქმიანობა. მაგალითად, თაროები ჩემს სახელოსნოში ჩემი მეგობრის დახმარებით გავაკეთე. ნატურალური ხე გვაქვს გამოყენებული. რადგან უფრო ბუნებრივი მასალა მომწონს, თუმცა ახლა ხშირად უამრავ ხელოვნურ მასალას იყენებენ.
- აუცილებელია, რომ დეკორატიულ ნივთს ფუნქციური დატვირთვაც ჰქონდეს, თუ მხოლოდ ესთეტიკურია საკმარისი?
- აუცილებლად უნდა იყოს ფუნქციურიც და ესთეტიკურიც. ორივე ფაქტორი თანაბრად მნიშვნელოვანია დეკორატიული ნივთებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი სახლის ინტერიერზე ვსაუბრობთ.
თეა იაკობაშვილი