თანამედროვე ინტერიერსა და ექსტერიერში ძალიან აქტუალურია მინის დეკორაცია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მხატვრული მინის ნამუშევრები. ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ქალბატონი მაკა ხუციშვილი მხატვრული მინის დიზაინერია. ქალბატონი მაკა ფეისბუქზე ძალიან საინტერესო ჯგუფში - Art & Craft ▪︎ არტი და კრაფტი - ვიპოვეთ, სადაც ბევრი ხელოვანია გაერთიანებული.
მისი პირველი საავტორო ნამუშევარი ათი წლის წინ შექმნა. მას შემდეგ არაერთი საუცხოო, განსხვავევებული და ორიგინალური ნახატის, ნივთის ავტორი გახდა. ამბობს, რომ ხატვის ნიჭი საკუთარ თავში საკმაოდ გვიან აღმოაჩინა, თუმცა ნიჭს, ისე როგორც სიყვარულს, ასაკი არ აქვს.
–
დავიბადე და ვცხოვრობ თბილისში. მყავს მეუღლე, ექიმი, პროფესორი ბესიკ კოჭლამაზაშვილი, რომელიც მაქსიმალურად ხელს მიწყობს, როგორც ჩემს გატაცებაში, ასევე პროფესიულ წინსვლაში. მყავს ვაჟი, წარმატებული პროგრამისტი, რომელიც დღეს თავისი პროფესიით გერმანიაში, ბერლინში, დიდი კორპორაციაში მუშაობს. ისეთ პერიოდში მომიწია ცხოვრება, როცა ერთი პროფესია და სპეციალობა აღარ იყო საკმარისი ცხოვრების რიტმს არ ჩამორჩენილიყავი და ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული ღირებულება არ დაგეკარგა. ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობით. რამდენიმე წელი იქვე ვიმუშავე სხვადასხვა კათედრაზე. შემდეგ, როცა პროფესიულ ბაზარზე მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და სამეცნიერო სპეციალობები პრაქტიკულად აღარ იყო მოთხოვნადი და არც მომავლის პერსპექტივები ჩანდა, სწრაფად შევცვალე მიმართულება და ახალი სპეციალობების შესწავლა დავიწყე. წავედი ლოჯისტიკაში, საერთაშორისო გადაზიდვებში, შესყიდვებში, მოკლედ, ბიზნესის სფეროში ვიპოვე ჩემი ახალი პროფესია და ადგილი.
– როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება მხატვრობას?
– ჩემი ეს ნიჭი თუ უნარი, სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც აღმოჩენა გახდა. არასდროს არაფერი დამიხატავს. მინა და მინის ნაწარმი ყოველთვის მიყვარდა, ფერადი მინის წარმოების და მინის ბერვის პროცესისათვის შემეძლო საათობით მეყურებინა. სულ რაღაც 10 წლის წინ აქტიურად გამიტაცა ვიტრაჟის ხელოვნებამ. ვათვალიერებდი ბევრს, ვსწავლობდი შექმნის ხერხებს. ეს უძველესი ტექნოლოგიაა და ძალიან შრომატევადი და მძიმე, როცა საქმე სპილენძის ან ოქროს ტიხრებიან ე.წ. „ტიფანის ვიტრაჟს“ ეხება, თუმცა მოხატული ვიტრაჟი თანამედროვე დეკორის და უნიკალური ინტერიერის შექმნის განუყრელი ნაწილი გახდა.
– რა გახდა თქვენი ინსპირაციის წყარო?
– როგორ გითხრათ, ცოტა ტრივიალური ამბავია... ჩვენი აგარაკის მშენებლობის და ინტერიერის დიზაინზე ფიქრის დროს აღმოვაჩინე, რომ ძალიან მინდოდა სწორედ ასეთი ვიტრაჟული შუშები, და როცა ფასებიც გავარკვიე, მივხვდი, ისეთ თანხებზე ავიდოდი, რომ ან უარი უნდა მეთქვა ან სხვა გზა მომეძებნა, ჰოდა გადავწყვიტე, ჩემით მეცადა. ეს ალბათ ცოტა თავხედობაც იყო, მაგრამ როგორც იტყვიან, გამიმართლა და გამომივიდა.
– შეიძლება ითქვას, რომ ნიჭის აღმოჩენა ნებისმიერ ასაკში შეიძლება?
– რა თქმა უნდა, არც ნიჭს, არც სიყვარულს, არც მეგობრობას, არც ახალ საქმეს და ახალ გატაცებას, ახალი პროფესიის შეძენას და არც სწავლას ასაკი არ აქვს და არც საზღვარი.
– ალბათ თქვენი სახლის კედლები დამშვენებულია თქვენი ნამუშევრებით... გაქვთ ნაუშევრები, რომელსაც არასოდეს გაყიდით და არ გააჩუქებთ?
– სიმართლე გითხრათ, სახლში ბევრი ნამუშევარი არ მაქვს. მიყვარს შექმნა, გაჩუქება და გაყიდვა. არ მიყვარს, როცა რომელიმე ნამუშევარი ძალიან დიდი ხანი რჩება ჩემთან, ისინი თითქოს ჩემი შვილები არიან, რომლებმაც აუცილებლად თავისი გზა და თავისი სახლი უნდა მოძებნონ. მიხარია, როცა მიაქვთ და ვხედავ გონების თვალით, ადგილს როგორ ურჩევენ სახლში ადგილს კედელზე... ეს ყველაზე კარგი მომენტია. მაქვს ნამუშევარი, რომელიც მინდა სულ ჩემთან იყოს, აი როგორც ძალიან საყვარელი შვილი, ნაბოლარა, სახლში რომ გინდა დაიტოვო, თუმცა ვერ ვიტყვი, თუ კარგი „მთხოვნელი“ გამოუჩნდება, არ გავატან–თქო, ალბათ მაინც გავატან, რომ იმანაც თავისი გზა ნახოს და სხვებიც გაახაროს.
– განსხვავებული ნამუშევრები გაქვთ. რა არის ძირითადი თემატიკა და როგორ იქმნება თითოეული მათგანი?
– განწყობა, დრო, პერიოდი, ამინდი.... ყველაფერი ცოტ-ცოტა ილექება და აი, ზუსტად ისეთ ხასიათზე დგები, რომ ეს ფერები და ეს თემაა დროული. ერთი და იგივე ნამუშევარი გამიმეორებია, მაგრამ არასოდეს - ზუსტად იგივე ფერებით, უკვე შესრულებული ნამუშევრის ზუსტი ასლი არასოდეს შემიქმნია, უბრალოდ არ გამომივა. ძალიან ხშირად ფოტოს, ან რაიმე სურათსაც მაძლევენ და შუშაზე გადატანას მთხოვენ. ერთი ლამაზი მეგობარი მყავს და მისი ერთი ფოტო მომეწონა, ავდექი და დავხატე, როცა ვხატავდი ვფიქრობდი, ალბათ მასვე ვაჩუქებდი ამ ნამუშევარს, თუმცა როცა ფეისბუქზე დავდე, ერთი ადამიანი გამომეხმაურა ამერიკიდან და მან შეიძინა. აი, ასეც ხდება ხოლმე, მე მეგობარი დავხატე, იმ ამერიკელმა კი „უცნობი ქალის პორტრეტი“ შეიძინა.
– ასევე ქმნით საათებს. რა ტექნიკით და როგორ ქმნით მათ?
– საათებიც ისეთივე ტექნიკით იქმნება, მხატვრული ვიტრაჟი, ანუ როგორც სხვანაირად ამბობენ - ცივი მინანქარი. საათების ხატვას ძალიან ხშირად ისე ვიწყებ, რომ ჩამოყალიბებული სურათი გონებაშიც კი არ მაქვს, ეს უფრო აბსტრაქტულ მოხატულობებს ეხება. ვიწყებ პირველადი მონახაზი-ჩანაფიქრით და მერე ნელ-ნელა ივსება, ლამაზდება და შინაარსით იტვირთება.
– რას ნიშნავს აკეთო საქმე, რომელიც სიამოვნებას და ბედნიერებას განიჭებს?
– ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ აკეთოს ის, რაც სიამოვნებას და ბედნიერებას ანიჭებს და თუ ადამიანს ისე გაუმართლა ცხოვრებაში, რომ ფულსაც იმით შოულობს, რისი კეთებაც სიამოვნებას ანიჭებს - ეს უკვე ცხოვრებისეული ჰარმონიაა.
– ალბათ ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ. როგორ ახერხებთ, სამსახური და საყვარელი საქმიანობა ერთმანეთს შეუთავსოთ? არ იღლებით?
– ეგ უკვე ცხოვრებისეული პროზაა, ზოგჯერ თავზეც დამათენდება ხოლმე, თუმცა ეს სალაპარაკოდაც არ ღირს.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ვნახოთ, უკვე ოთხი პერსონალური გამოფენა მქონდა, თუ მოვახერხე და ნამუშევრების საკმარისი რაოდენობა დავაგროვე, გაზაფხულზე კიდევ ერთ გამოფენას გავაკეთებ.
მერი ბლიაძე