კვერცხის ფორმის სალათა და სააღდგომო დეკორაციები ციცინო კობიაშვილისგან

მსახიობი და რეჟისორი ციცინო კობიაშვილი ბოლო წლებია, საზოგადოებამ ასევე გაიცნო, როგორც ხელოვანი ქალბატონი. ყოველწლიურად, განსაკუთრებით ახალ წელს და აღდგომას ის საკუთარი ხელით შექმნილ ნამუშევრებს უზიარებს გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში - იქნება ეს საახალწლო სათამაშოები, დეკორის ნიმუშები თუ სააღდგომო კვერცხები. 

წელსაც გამორჩეულია მისი სააღდგომო სუფრა - სწორედ მის მიერ გაფორმებული ხელნაკეთი ნივთებით.

თუმცა წელს კიდევ ერთი სიახლეა მის სუფრაზე, რამაც ინტერნეტსივრცეში დიდი ყურადღება მიიპყრო - ეს არის კვერცხის ფორმის სალათი.


"მინდა გაგიზიაროთ, მეც პირველად გავაკეთე და ულამაზესი გამოვიდა, ჟელატინით გაკეთებული კვერცხის ფორმის
სალათი", - წერს ქალბატონი ციცინო და ამ საოცარ ნამუშევრებს აზიარებს.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები