დავით აბულაშვილი თვითნასწავლი ხელოვანია. დეკორაციების შექმნა მანამდეც იტაცებდა, თუმცა კარანტინის დროს აქტიურად დაიწყო ეზოს დეკორაციებზე მუშაობა, რაშიც ოჯახის წევრებიც აქტიურად ეხმარებიან. ძალიან მოკლე დროში მის მიერ შექმნილმა ჭიამაიებმა, გედებმა არაერთი ადამიანის ეზოში დაიდო ბინა. ბატონი დავითი იმდენად გაიტაცა ხელნაკეთმა დეკორმა, ფიქრობს ამ წამოწყებას უფრო ფართომასშტაბიანი სახე მისცეს.
- ისანში გაბრიელ სალოსის გამზირზე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ვცხოვრობ. პანდემიის პერიოდში მომეცა შესაძლებლობა, მეტი დრო გამეტარებინა ოჯახთან და მეტი დრო დამეთმო, ღვთის ულამაზეს შემოქმედებაზე დაკვირვებისთვის, რამაც ჩემი ჰობი უფრო მრავალფეროვანი და
საინტერესო გახადა. გამიჩდა სურვილი პატარა, ულამაზესი ქმნილებების მსგავსი დეკორაციები შემექმნა.
- ძირითადად რა სახის დეკორაციებს ქმნით, რა მასალით მუშაობთ?
- ძირითადად ვაკეთებ ჭიამაიებს, სოკოებს, საყვავილე გედებს. ამ ყველაფერს ვამზადებ რკინა-ბეტონისგან, რის შედეგადაც ჩემი პროდუქცია ძალიან მყარი და ხარისხიანია. უძლებს მზეს, ყინვას, წვიმას. თავიდან ჩემთვის გავაკეთე, თუმცა ბევრს მოეწონა და შეკვეთებზეც დავიწყე მუშაობა.
- ოჯახის წევრები თუ გეხმარებიან ამ საქმიანობაში?
- რა თქმა უნდა, ძალიან მეხმარება ოჯახი, რაც დიდ სიხარულს მანიჭებს. ყველას გვაქვს გადანაწილებული საქმე. ზოგი სამხატვრო და სამღებრო საქმეს ასრულებს, ზოგიც დეკორაციის ფორმირებას ახდენს და ასე ვმუშაობთ ერთად.
- თქვენ თავად თუ გაქვთ ლამაზი ეზო? ალბათ საკუთარი ნამუშევრებით ალამაზებთ ეზოს...
- უფლის წყალობით, მაქვს საკმაოდ ლამაზი ეზო და ვცდილობ უფრო შევამკო ჩემი დეკორაციებით. ეზოს გალამაზებაში ყველა აქტიურად ვართ ჩართული. ყველა ადამიანს სიამოვნებს ლამაზ გარემოშო ყოფნა და ცხოვრება, მათ შორის ჩვენც.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სამომავლოთ ვგეგმავ უფრო გავაფართოვო ჩემი პროდუქცია, როგორც მასშტაბებით, ისე იდეებით. მინდა, რაც შეიძლება მეტი დეკორაცია შევქმნა და ბევრი ადამიანის ეზო გავალამაზო ჩვენი ნაკეთობებით.
მერი ბლიაძე