ხელნაკეთი ნივთები, რომლებსაც 15 წლის გოგონა სხვადასხვა მასალისგან ქმნის

ამჯერად ჩვენს რუბრიკაში 15 წლის ხელოვან გოგონას წარმოგიდგენთ. მანანიკო ბოჟაძე თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე სკოლაში სწავლობს. უყვარს სიმღერა, ხატვა, ძერწვა და სხვადასხვა მასალით დეკორაციების შექმნა. სწორედ თავის ხელნაკეთ ნივთებზე გვიამბობს, რომლებიც ბევრ ადამიანს მოსწონს.

- ხელნაკეთი ნივთების შექმნა 8 წლის ასაკში დავიწყე. მაშინ ძალიან მომწონდა თიხისგან ლამაზი ფორმების გაკეთება და პატარა მძივებით მორთვა. მერე ნელ-ნელა შემეცვალა ხედვა და ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებ ყველაფრისგან: ქვებით, ფოთლებით, გირჩებით, ტოტებით და თან ვხატავ. ვხატავ ძირითადად ტილოზე. დანარჩენს გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ, იმის მიხედვით ვიყენებ
ქვებს, საღებავებს, გირჩებს ფოთლებს, მძივებს, ძაფებს და ბევრ სხვას.

- რა გსიამოვნებს ამ პროცესში და რა განცდა გეუფლება მუშაობის პროცესში?
- მუშაობის პროცესი საოცრად მამშვიდებს და კეთებისას სხვა იდეებიც მებადება. მსიამოვნებს საბოლოო შედეგი.

- ვინ არიან შენი შემფასებლები და თუ გაძლევს სტიმულს, როცა სხვებს მოსწონთ შენი ნამუშევრები?
- ჩემი შემფასებლები პირველ რიგში ჩემი დედიკო და დაიკო არიან. მათი შეფასება და აღტაცება ძალიან მეხმარება ყველა საქმეში.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები