დიდი ფანტაზია, დრო, სიმარჯვე და ნებისყოფა სჭირდება იმ ფიგურებზე მუშაობას, რომლებიც მხოლოდ თავისი მცირე ზომების გამო განსხვავდება რეალურისგან. ხე, თაბაშირი, ბისერები, ქაღალდი, ქსოვილები, პოლიმერული თიხა, განათება, მელოდია - ეს ყველაფერი იმ მინიატიურების ერთობლიობაა, რომლის ყველა დეტალი დიდი ხნის განმავლობაში შეგიძლია ათვალიერო. ამა თუ იმ სახლს თავის მელოდიაც აქვს ჩამონტაჟებული და განათებაც. ამ უკანასკნელის გამო, სურვილისამებრ შეიძლება ნივთებს სანათის დატვირთვაც მივანიჭოთ.
თემა მრავალფეროვანია: რეტრო კაფე, საშობაო დახლი, საფუნთუშეები, სხვადასხვა ფერისა და დიზაინის ინტერიერი და წითელი ოთახი, სადაც ნაძვის ხის მორთვა დასრულებულია,
საჩუქრებიც გამზადებულია და ახლა ბუხრის წინ სავარძლებში მოკალათებულებმა, შეგვიძლია მარწყვის ტორტი ჩაისთან ერთად მივირთვათ.
2020 წლის გაზაფხულზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინი რომ გამოცხადდა და რამდენიმე კვირით შინ გამოვიკეტეთ, ადამიანებმა თავის ნიჭი სხვადასხვა სფეროში გამოავლინეს. ერთმა ნაწილმა თავის ჰობი მეტად განავითარა და დახვეწა, მეორემ სრულიად ახალ გატაცებას მისცა გასაქანი. პროფესიით ფინანსისტმა ელენე ნემსაძემ, სწორედ მაშინ დაიწყო და დღემდე აგრძელებს მინიატიურული სახლებისა და სხვადასხვა ნივთის შექმნას.
- სულ სიახლეებს ვეძებ. ბავშვობიდან დავდიოდი ხატვაზე და მთელი ცხოვრება მომდევს. დედა კარგად ქარგავდა, მისი ყურებისას ეს საქმე მეც შევისწავლე და სერიოზული ნამუშევრები მაქვს შექმნილი. ხატვა ქარგვით ჩავანაცვლე და ის ჩემთვის საუკეთესო რელაქსი იყო. საერთოდ, რასაც ხელსაქმეს ეძახიან, იქნება ეს ქსოვა, კერვა, კედლის ღებვა, რესტავრაცია და ა.შ., თითქმის ყველაფერი მეხერხება. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, კერამიკაზე მუშაობით დავინტერესდი. ძერწვაც გამომივიდა და კერამიკის კურსებზე დღემდე დავდივარ. მომავალში კიდევ ბევრი რამის შესწავლა მინდა და იმედი მაქვს, გაზაფხულზე ჩემი იდეების სისრულეში მოყვანას დავიწყებ.
- კერამიკის ჭურჭელს ქმნით თუ სხვა ნივთებს?
- კარგი კითხვაა. კერამიკული ფილების ინტერესით დავიწყე. მომწონს და მინდოდა შინ კერამიკული ფილების კედელი გამეკეთებინა. ეს საქმე იმდენად მომეწონა და გამიტკბა, შემდეგ ჭურჭლის კეთებაზეც გადავინაცვლე. გაკეთებული მაქვს: თეფშები, ჭიქები, სხვადასხვა ფიგურა და კომპოზიცია. რაც შეეხება მინიატურებს, მათშიც მაქვს გამოყენებული კერამიკა - საახალწლო ატრიბუტიკა და ჭურჭელი ასე მაქვს გაკეთებული, რადგან ვფიქრობ, გაცილებით ეფექტური გამოდის. განაგრძეთ კითხვა