პროფესიით თბოენერგეტიკოსია, თუმცა, ერთ დღესაც, შემოქმედებითმა ნიჭმა სულ სხვა გზით წაიყვანა, რის შედეგადაც არაერთი ნამუშევარი, ნახატი თუ ნაქარგი შეიქმნა. ქალბატონი იზოლდა სულამანიძე სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექტორი გახლდათ, წლების განმავლობაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ჩვენს მკითხველს წარუდგება, როგორც თვითნასწავლი ხელოვანი.
- საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული ფაკულტეტი წარჩინებით დავამთავრე. ჩემი პროფესიით წლები ვიმუშავე, ჯერ ქუთაისში, ხოლო დაოჯახების შემდეგ - თბილისში. თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში უფროსი ინჟინერი, ბევრი წელი მივუძღვენი ასევე სამეცნიერო საქმიანობას. მყავს ვაჟი, გიორგი ჩანგაშვილი, რომელიც 8 წლის ასაკში გახდა თბილისის მერიის
სტიპენდიანტი, ხოლო 12 წლის ასაკში გახდა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ამჟამად არის ექიმი-უროლოგი. კითხულობს ლექციებს წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტებში... ჩემი მეუღლე, ვარლამ ჩანგაშვილი, ინჟინერ-კონსტრუქტორი გახლდათ. სამწუხაროდ, მეორე წელია რაც გარდაიცვალა.
- ქარგვით როდის დაინტერესდით და როგორ შეისწავლეთ?
- 1998 წლიდან პარალელურად ვმუშაობდი საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის თეატრში შეთავსებით. აქედან დაიწყო ჩემი ინტერესი ხატვის მიმართ. ბავშვობის ასაკიდან სხვადასხვა ეტაპზე შევისწავლე ქარგვა, კერვა, ქსოვა. გავწევრიანდი უნივერსიტეტის ქალთა საბჭოში. მათი ხელმძღვანელობით მონაწილეობას ვღებულობდი ქალთა გამოფენებში, რომელიც ეწყობოდა უნივერსიტეტის თეატრში და საგამოფენო გალერეაში „უნივერსი“. თავდაპირველად დავიწყე გამოყენებითი ხელოვნებით. ვაკეთებდი სხვადასხვა ნამუშევარს თევზის ძვლებისაგან, ნიჟარებით და გერბარიუმით. დავინტერესდი გობელენის და თექის ტექნიკით. საბედნიეროდ, გამომივიდა. დავიწყე სამკაულების კეთება ბუნებრივი ქვებით. აკვარელში შესრულებული მაქვს რამოდენიმე ნატიურმორტი. 2000 წელს გავერთიანდი საქართველოს თვითნასწავლ მხატვართა და ხალხური რეწვის ოსტატთა შემოქმედებით კავშირში „ელეონი“. 2011 წლამდე მონაწილეობა მაქვს მიღებული გამოფენებში, სხვადასხვა ღონისძიებაზე.
- ქარგვის არაერთი მეთოდი არსებობს. სხვა სახეობებსაც ფლობთ?
- ბოლო სამი წელი სერიოზულად მოვკიდე ხელი ქარგვას. შევისწავლე ციფრული წერტილოვანი ტექნიკა, ალმასის მოზაიკა და შევასრულე 10-მდე სერიოზული ნახატი. როგორც ქარგვა, ასევე ციფრული ტექნიკა და მოზაიკა მოითხოვს ბევრ დროს. მაგალითად, მზესუმზირები სიამოვნებით მოვქარგე ორ თვეში. ექვსი თვე დამჭირდა, რომ მომექარგა ღვთისმშობელი ყრმით, ფარშევანგებისათვის კი დამჭირდა სამი თვე. ყველაზე დიდი დრო წაიღო ბოლო ნამუშევარმა - „გოგონა და ვეფხვი“. ფერწერული იყო და დიდი სიამოვნება მომანიჭა.
- იყიდება თქვენი ნამუშევრები თუ მხოლოდ თქვენთვის ქარგავთ?
- ბევრჯერ მქონდა შემოთავაზებები, გამეყიდა, მაგრამ არ მიფიქრია ამაზე, ვერ ვიმეტებდი. ეს ხომ ჩემი ჰობია. ამ ბოლო დროს ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა. მომავალში კიდევ მაქვს რამდენიმე ნამუშევარი დასამთავრებელი. ბავშვობაში იმდენად მომწონდა ნახატები, რომ ვოცნებობდი, საკუთარი კერძო სურათების გალერეა მქონოდა. სამომავლოდ სიამოვნებით მივიღებდი მოწვევებს გამოფენებზე და არა მარტო საქართველოში. ხატვა საკმაოდ გვიან დავიწყე, არც ერთი მიმართულებით კერძო პედაგოგი არ მყოლია. ვარ თვითნასწავლი.
დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაინტერესდება ჩემი ნამუშევრებით. გამიხარდება, თუ მოიწონებენ და გამოხატავენ აღრფთოვანებას.
მერი ბლიაძე