„დღითიდღე უფრო მეტი და მეტი ადამიანი ინტერესდებოდა. ძალიან გამიჭირდა, არ იყო ადვილი ამხელა მუცლით მუშაობა თუმცა არ ვიმჩნევდი. ოჯახი მაქსიმალურად ცდილობდა დახმარებას, მაგრამ არ მიყვარს, როცა ჩემ საქმეს სხვა აკეთებს, შესაბამისად, არავის ვიკარებდი ახლოს და კონსტრუქციიდან დაწყებული, მორთვით დამთავრებული, ყველაფერს მარტო ვაკეთებდი“... - ნინი ქოროღლიშვილი თავად ვერ მალავს გაკვირვებას, როგორ დაიმსახურა მისმა შექმნილმა ნაძვის ხეებმა უამრავი ადამიანის ინტერესი და თავის ნამუშევრებზე გვესაუბრა....
- დავიბადე და გავიზარდე კოჯორში, ბავშვობაში ცოტას ვხატავდი და ვძერწავდი… ხატვა ძალიან მიყვარდა, თუმცა სიმართლე გითხრათ, გადასარევად არასდროს
გამომდიოდა. ძირითადად მულტფილმის გმირების გადმოტანით ვიყავი დაკავებული, დიდი ნამუშევარი არ შემიქმნია, რომ ამდენი ადამიანის ინტერესი გამოეწვია.
- როგორც ვიცი ნაძვის ხეები მეორე შვილის მოლოდინის დროს შექმენით...
- 6 წელია დაოჯახებული ვარ. მყავს 4 წლის და 9 თვის გოგონები…მეორე შვილზე 7 თვის ორსული ვიყავი, ნაძვი სხეების კეთება რომ დავიწყე, ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი მსგავსი ტიპის ნაძვის ხეს. ჯერ ვიფიქრე, ჩემთვის გავაკეთებდი, თავიდან სულ 3 ცალი გავაკეთე და იმხელა მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტე ფართო აუდიტორიაშიც გამევრცელებინა. ძალიან დაბნეული და გახარებული ვიყავი. ძალიან გამიჭირდა, არ იყო ადვილი ამხელა მუცლით მუშაობა თუმცა არ ვიმჩნევდი. ოჯახი მაქსიმალურად ცდილობდა დახმარებას, მაგრამ არ მიყვარს, როცა ჩემ საქმეს სხვა აკეთებს, შესაბამისად არავის ვიკარებდი ახლოს და კონსტრუქციიდან დაწყებული, მორთვით დამთავრებული, ყველაფერს მარტო ვაკეთებდი. ყველაზე რთული ამ პერიოდში ის იყო, რომ პანდემია დაემთხვა, ყველაფერი დაკეტილი იყო, ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ძლივს ვშოულობდი მასალას და აქსესუარებს. ერთი ნივთის გამო ნახევარ თბილისს გავდიოდი.
- წელს განაგრძეთ მუშაობა?
- წელს შედარებით ადრე დავიწყე მზადება, უკვე მოვიმარაგე მასალები და მოდელებსაც ჯერჯერობით ნელ-ნელა ვაწყობ, სანამ საახალწლო ციებ-ცხელება დაიწყება და ეგრედ წოდებულ "ყაზარმულზე " გადავალ... შარშან დაახლოებით 30 მდე ნაძვისხე დავამზადე. წელს ბევრს ვფიქრობდი, მინდოდა კიდევ რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რითიც ადამიანები ერთმანეთის გაბედნიერებას და განწყობის შექმნას შეძლებდნენ. ისეთი, რასაც ერთმანეთს აჩუქებდნენ და რაშიც უფრო მეტად ჩავდებდი ჩემს სიყვარულს ამ დღესასწაულის მიმართ. ბევრი ფიქრის შემდეგ, დავამატე მაგიდის დეკორაციები, ესეც სატესტოდ რამდენიმე და ჩემდა გასაკვირად, ისევ დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.
ზოგადად, ჩემი თავის ძალიან კრიტიკული შემფასებელი ვარ. 3-4 საათი ვწვალობ, ვაკეთებ დეკორაციას და არასდროს არ მომწონს, სანამ ვინმე არ მეტყვის, რომ ძალიან ლამაზია. მინდა ყველა ჯერზე უფრო და უფრო ლამაზი იყოს და ამიტომ არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი ნამუშევრებით. ამიტომ გავაკეთებ თუ არა, ჯერ ოჯახში მიფასებენ და მხოლოდ შემდეგ ვაჩვენებ ფართო საზოგადოებას.
- ბავშვებთან ერთად მუშაობა არ გიჭირთ?
- როდის ვახერხებ, არ მკითხოთ. გამიმართლა, რომ დამჯერები არიან. ძირითადად, დედამთილი მეხმარება ბავშვებთან საღამოობით, როცა არ მუშაობს. დღის მანძილზე კი ვცდილობ უფროსი გოგო დავიხმარო. ჩემთან ერთად რთავს დეკორაციებს, ხან მაწვდის, რასაც ვთხოვ. პატარა ძალიან წყნარია და ერთობა ჩვენი ყურებით. ყველა დედამ იცის, რა რთულია ბავშვებთან ერთად არათუ ნავის ხეების და დეკორაციების აწყობა, არამედ ნებსიმიერი საოჯახო საქმეც კი, მაგრამ იმდენად მიყვარს ეს პროცესი, ეს დღესასწაული და იმდენად დიდ ბედნიერებას იწვევს ჩემში, რომ თავს ვერ ვანებებ. მინდა მეტი და მეტი შევქმნა.
მანანა გაბრიჭიძე