მხატვარი, რომელიც ვინტაჟურ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს - "ადრე ბაზრობებზე ვეძებდი ფოტოებს, ახლა მფლობელები თავად მიგზავნიან..."

ხან ჩაო თვითნასწავლი მხატვარია ამერიკიდან. სახელი კი იმით გაითქვა, რომ ძველ ფოტოებს ზედ უჩვეულოდ აქარგავს და ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. ვინტაჟურ ფოტოებს და ღია ბარათებს ბაზრობებზე, ანტიკვარულ მაღაზიებში დაეძებს და შთაგონებაც მალევე ეწვევა ხოლმე, როგორც კი ფოტოს დახედავს.

რასაკვირველია, ნამუშევრები ხელით იქმნება.

"ნამუშევრები ისეთი პოპულარული გახდა, მფლობელები თავად მიგზავნიან სახლში ნაპოვნ ფოტოებს, რომ ისინი ჩემს შემოქმედებად ვაქციო, - ამბობს ხანი, - ჩემთვის ეს წარსულთან დამყარებული საოცარი კავშირია. სანამ ქარგვას დავიწყებ, დიდხანს ვუყურებ ფოტოს. ბევრი იდეა გამოწვეულია კომპოზიციით, ფიგურების მოხაზულობით და სახეების
გამომეტყველებით". 


















კომენტარის დამატება