ათონის მთაზე ცხოვრება დღესაც თითქმის ძველებურად გრძელდება, როგორც საუკუნეების წინ. იქ განდეგილი ბერები ცხოვრობენ და მუშაობენ. მონასტრები, ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე დაგროვილი ხელოვნების ნიმუშები და დოკუმენტები "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ნიკოლოზ ბადურაშვილმა საბერძნეთის ბერმონაზონთა ამ უდიდეს ცენტრში 9 წელი გაატარა. ხის ოსტატს თავის წარსულსა და დღევანდელობაზე ვესაუბრე.
- დაბადებული და გაზრდილი ვარ თიანეთში, სოფელ ჟებოტაში. ბადურაშვილები მთის ხალხი, ფშაველები ვართ. გვარში ბევრი მხატვარი გვყავს, ალბათ გენეტიკაში გვაქვს ეს ნიჭი. ჩვენს სოფელში ცხოვრობდა ერთი კაცი - გოგი, რომელთანაც მისი ხელით
გამოთლილი ჯვარცმა ვნახე. იმდენად მომეწონა, მას შემდეგ სადაც კი წავიდოდი თუ წამოვიდოდი, სულ დანა და ხე მეჭირა, რაღაცებს ვთლიდი.
1994 წელს „თოიძეში“ ჩავაბარე, სადაც მაშინ შესანიშნავი პედაგოგები გვასწავლიდნენ და იქ ბევრი ვისწავლე. ხის სპეციალობაზე უმაღლესი კლასის პროფესიონალები მუშაობდნენ: რეზო ბადურაშვილი, ვასო საღლიანი და ა.შ. და მათ ეს ხელობა შეგვაყვარეს. სამხატვრო აკადემიაში რომ ჩავაბარე, პარალელურად წმინდა სამების საკათედრო ტაძარზე მუშაობა დავიწყეთ. იმ დროს მშენებლობა უკვე დასრულებული იყო და შიდა სამუშაოები მიმდინარეობდა. დაახლოებით ათკაციანი ჯგუფი ტაძრის ცენტრალური, მთავარი შესასვლელების კარებზე 2-3 წელი მუშაობდა. ყველა კარზე კაკლის ხეა გამოყენებული და კონსტრუქციულად საკმაოდ რთული შესასრულებელია. დურგლებთან ერთად, ჩვენ ორნამენტს ვკვეთდით. მალე 47 წლის ვხდები. მართალია, ხესთან შეხება 16 წლიდან მაქვს და მოგვიანებით ამ საქმეს პროფესიულად მივუდექი, პრაქტიკაში ხელიც დაიხვეწა, მაგრამ დღესაც ვსწავლობ, რადგან ეს საქმე სულ სწავლას მოითხოვს.
- საბერძნეთში ყოფნის პერიოდზეც მიამბეთ, თუ შეიძლება...
- 9 წელი ათონის მთაზე გავატარე. გამგზავრებას შემდეგი ამბავი უძღოდა წინ: ბეთანიაში მონასტერში დავდიოდი, სადაც მამა გაბრიელ ჯახველაძე მსახურობდა. იმ დროს ათონის მთაზე არსებული, ბულგარული ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი ბერებთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული და მამა გაბრიელი თავისთან დაპატიჟეს. მაშინ მან მითხრა, ათონზე შენც უნდა წაგიყვანოო. იმ პერიოდში მეგონა, რომ ათონის მთაზე მხოლოდ სულიერი ცხოვრება მიდიოდა, ბერმონაზვნები ცხოვრობდნენ და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ერისკაცების ყოფნაც შეიძლებოდა. ამიტომ მისი ნათქვამი ვერ გავიაზრე.
მოგვიანებით მამა გაბრიელი ათონის მთაზე წავიდა და იქ დარჩა. წლების შემდეგ, მას ჩემმა მეგობარმა დამაკავშირა. ვთხოვე, რომ გასამგზავრებლად მოწვევა გაეკეთებინა, რაც რამდენიმე დღეში შეასრულა და გავემგზავრე. ვინაიდან საბუთები არ მქონდა, ზოგრაფის მონასტერში დარჩენაზე უარი მითხრეს. მე თან მქონდა ხეში გაკეთებული რამდენიმე ჯვარცმა და მონასტერს ვაჩუქე. ნამუშევარი ისე მოეწონათ, დარჩენის უფლება მომცეს. წელიწად-ნახევარი მონასტრიდან არ გამოვსულვარ, რადგან საბუთების მოგვარების საკითხი არ იყო მარტივი, თან მაშინ ამის ფინანსური შესაძლებლობაც არ მქონდა. მოგვიანებით ვატოპედის მონასტრიდან სამსახური რომ შემომთავაზეს და იქ გადასვლა დავაპირე, ზოგრაფიდან არ გამიშვეს, ყველა საჭირო საბუთის მოწესრიგებაში დამეხმარნენ და გარკვეული პერიოდი იქ დავრჩი.
- როგორი იყო ერისკაცის ცხოვრება ათონის მთაზე, როგორ აღწერთ იმ წლებს და როგორი იყო თქვენი ყოველდღიურობა?
- ტაძარში პირველად რომ შევედი, მეგონა, ზღაპარში მოვხვდი. საოცარი XVII-XVIII საუკუნის არქიტექტურა დღესაც ხელუხლებელია. რასაკვირველია, დროთა განმავლობაში გარემოს ეჩვევი, უშინაურდები, მაგრამ საოცარი განცდა და მადლი, რაც ათონის მთაზე ტრიალებს, სულ თან გდევს. დღესდღეობით ათონზე დაახლოებით 2 ათასი ბერი მოღვაწეობს, ათონის მთის საუკეთესო პერიოდში, როცა იქაურობა ყვაოდა, მათი რიცხვი 15 ათასამდე აღწევდა. ათონის მთაზე არსებულ ყველა მონასტერს თავის ტიპიკონი აქვს და მათთან მომუშავე ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაც სხვადასხვაგვარია. ამ მხრივ ზოგრაფის მონასტერი ერთ-ერთ „რბილ“ ადგილად ითვლება და ჩემზე, ასე ვთქვათ, რამე განსაკუთრებით მკაცრი წესები არ ვრცელდებოდა. 8 საათზე მუშაობას ვიწყებდი, თუმცა მოგვიანებით, როცა ვატოპედის მონასტერში გადავედი, იქ უკვე 6 საათზე ფეხზე ვიყავი. ერისკაცს არავინ ავალდებულებს წირვაზე აუცილებელ დასწრებას, ზიარებას, აღსარების ჩაბარებას და ა.შ. მაგრამ რა თქმა უნდა, როცა წირვას ვესწრებოდი და ვეზიარებოდი, ბევრჯერ ჩემი საქციელისა და დამოკიდებულების გამო, იქაური ბერების სახეზე კმაყოფილება შემიმჩნევია და მათი ბედნიერი თვალებიც დამინახავს. განაგრძეთ კითხვა