როგორც წესი, რემონტის შემდეგ დარჩენილი ნივთები, მაგალითად ძველი კარები, ნაგვად მიგვაჩნია და უბრალოდ ვყრით ხოლმე, თუმცა ხანდახან შესაძლოა ამა თუ იმ ერთი შეხედვით გამოუსადეგარ ნივთს ძლიერი კონსტრუქცია ჰქონდეს და უმნიშვენელო დაზიანება, პატარა ძალისხმევის შემდეგ კი შეიძლება გახდეს ინტერიერის უნიკალური შტრიხი. არსებობს რამდენიმე კრეატიული იდეა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი კარი თქვენს სახლში ორიგინალური ინტერიერის თუ ექსტერიერის შესაქმენალდ.
მაგალითად, ძველი კარის სტრუქტურა ძალიან მარტივად შეიძლება გადაიქცეს ელეგანტურ სტელაჟად, უფრო სწორად მის უკანა კედლად. ამისთვის არ დაგჭირდებათ ბევრი დამატებითი მასალა,
სამუშაო ძალიან მარტივია. უბრალოდ უნდა მიამაგროთ მასზე თაროები, შემდეგ უსაფრთხოდ მიამაგრეთ მთელი სტრუქტურა კედელზე.
აქ მნიშვნელოვანია ყველა სახელურის ამოღება, რათა ხელი არ შეუშალოს თაროების მიმაგრებას, ასევე საჭირო იქნება ზედაპირის დამუშავება და შეღებვა შესაფერის ფერში. ეს შესანიშნავი ვარიანტია პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნივთების დასალაგებლად - წიგნები, ქოთნის მცენარეები.
ხშირად დერეფანი სახლის ქაოსურ ნაწილად იქცევა ხოლმე. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. ამიტომ ამ მონაკვეთში ნივთები სწორად უნდა გადანაწილდეს. ძველი კარი შესაძლოა შესანიშნავი დამხმარე აღმოჩნდეს. მთავარია, რომ ზედაპირი დაცული იყოს, გლუვი. სილამაზისთვის შეიძლება დაამატოთ სხვადასხვა სასაცილო წარწერა, შესაძლებელია ფეხების გაკეთება სხვადასხვა შესაფერისი ხის ან ლითონის მასალით ან უბრალოდ ძველი სკამების ფეხებისგან.
შეგიძლიათ გააკეთოთ ფოტოების ჩარჩო. ამ გზით შეგიძლიათ გააცოცხლოთ წარმოუდგენელი და უნიკალური ფოტო გალერეა. ის უდავოდ დაამშვენებს სახლის ნებისმიერ კედელს.
თუ ის მინისგან არის დამზადებული, ფოტოები კიდევ უფრო უჩვეულო და მომგებიანი გამოიყურება. აქ უფრო მნიშვნელოვანია შესაფერისი სურათების არჩევა და კარის უსაფრთხოდ დამაგრება ისე, რომ არ ჩამოვარდეს. ფოტოების დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი ტანსაცმლის ქინძისთავები ან ქაღალდის სამაგრები.
უფრო მეტი იდეისთვის შეგიძლიათ დაათავლიეროთ ჩვენი ფოტო გალერეა.