ზაფხული ყველას ძალიან გვიყვარს, თუმცა ამ დროს კოღოების ატანაც გვიწევს. მწერებისგან თავის დაღწევა ადვილი ნამდვილად არ არის. არსებობს კოღოებისგან დამცავი ქიმიური საშუალებები, თუმცა ისინი ადამიანისთვისაც მავნებელია. ამჯერად შემოგთავაზებთ აბსოლუტურად უვნებელ, იაფ და რაც მთავარია, მარტივ და ეფექტურ საშუალებას, ე.წ. კოღოების ხაფანგს.
ამისთვის დაგჭირდებათ:
1 ცალი ბანანი
წყალი
შაქარი
პლასტმასის ბოთლი
მაკრატელი
1. გამოიყენეთ მაკრატელი და ბოთლს მოაჭერით ზედა ნაწილი
2. ბოთლის გადანაჭერში ჩაყარეთ იმდენი შაქარი, რომ ძირი მთლიანად დაიფაროს
3. ნახევარი ბანანი დააქუცმაცეთ და დაუმატეთ შაქარს
4. დაამატეთ წყალი
5.
რამდენიმე დღეში კი თქვენი ხაფანგი აი, ასეთი იქნება. ასეთ ხაფანგში ებმებიან არა მარტო კოღოები, არამედ ბუზები, კრაზანები და სხვა მწერებიც.