სარკე სახლში ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და ლამაზი ნივთია. თუმცა ლამაზ ჩარჩოში ჩასმული დიდი სარკე არც ისე იაფი ღირს და ყველას გემოვნებასაც არ აკმაყოფილებს. თურმე შეიძლება, ეს პრობლემა თავადაც მოაგვაროთ. შეგიძლიათ, იყიდოთ მხოლოდ ცარიელი სარკე, ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე, მერე კი თავად გაალამაზოთ თქვენი ნებასურვილით.
გამოგადგებათ ბევრი რამ - ზღვიდან ჩამოტანილი ნიჟარები, ფერადი ღილები, ბოთლის საცობები, სარეცხის სარჭები, ძველი დისკების ნამტვრევები, ხმელი ხის ტოტები, მძივები, თვლები, ძველი ქსოვილების მონარჩენები და ა.შ., და ა.შ. დაგჭირდებათ მხოლოდ კარგი წებო და დანარჩენი თქვენს ფანტაზიას მიანდეთ.