ჩვენი დღევანდელი სტუმარი მხატვარი ირაკლი ცაბაძეა. მის ნამუშევრებში ხშირად ნახავთ საოცარი სიზუსტით შესრულებულ პორტრეტებს - თითქოს ნახატებიდან ცოცხალი ადამიანები გიმზერენ. განსაკუთრებით იზიდავს უცხოპლანეტელების ხატვა. გარდა იმისა, რომ საოცრად ხატავს, ხელოვნების სხვა ჟანრებიც იტაცებს.
- პროფესიით მხატვარი ვარ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო ათწლედში ვსწავლობდი და შემდეგ აკადემიაში ჩავაბარე, არანაირი დიპლომი არ მაქვს. როცა მაიკ ტაისონს დედა მოუკვდა, იმ დღეს ბრძოლა ჰქონდა. მწვრთნელთან მივიდა, ბრძოლაზე უარის თქმას აპირებდა. მწვრთნელმა ჰკითხა: - ვინ არის შენი აზრით პროფესიონალიო? პროფესიონალი არის ადამიანი, რომელიც ფულზე
ჩხუბობსო, - უპასუხა ტაისონმა. არა, - მიუგო მწვრთნელმა, - პროფესიონალი არის ადამიანი, რომელიც აკეთებს თავის საქმეს, იმის მიუხედავად, თუ რა ხდება მის ცხოვრებაში... ასეა ჩემს შემთხვევაშიც. მე ვხატავ იმიტომ, რომ ასეთია ჩემი ბუნებრივი მიდრეკილება. ეს ჩემი საქმეა.
- ძირითადად რა თემატიკის ნამუშევრებს ქმნით და თქვენს შემოქმედებაზე რამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა?
- ჩემი ნამუშევრების თემატიკას რაც შეეხება, ყველა თემაზე მაქვს ნამუშევრები, პოლიტიკაზეც კი. ადამიანები ვართ, ყველაფერი გვეხება. მაგრამ ყველაზე მეტად სამყაროს, საგნების და მოვლენების უცნაური და უჩვეულო მხარეები მაინტერესებს. სამყარო უკიდეგანო და მიუწვდომელია. არსებობს რაღაცები, რაზეც ჩვენ, ადამიანებს, წარმოდგენაც არ გვაქვს.
აი, მაგალითისთვის ავიღოთ კატა, რომელიც უყურებს მობილურ ტელეფონს. მობილური ობიექტურად არსებობს. კატა მას ხედავს, გრძნობს. შეუძლია დაყნოსოს, კბილი ან თათი გაკრას. მაგრამ, კატის გონება ვერასოდეს ჩაწვდება იმას, თუ რა არის მობილური ტელეფონი, ვინ და რისთვის შექმნა, რა დანიშნულება და შესაძლებლობები აქვს. ადამიანურ გონებასაც აქვს თავისი საზღვრები და სამყაროს შეცნობისთვის რაციონალურ ინტელექტზე მეტისმეტი იმედების დამყარება არ არის მთლად სწორი. ხშირად ადამიანი კატაა, რომელიც უყურებს მობილურ ტელეფონს.
- თქვენი შეფასებით, რა არის ხელოვნება?
- საერთოდ, რა არის ხელოვნება, შემოქმედება, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. მაგრამ, დიდი ხნის წინ დოკუმენტური ფილმი ვნახე სამოთხის ჩიტების საქორწილო რიტუალებზე. პარტნიორი რომ მიიზიდოს, ზოგი მათგანი ცეკვავს, ზოგი - მღერის, ზოგი - მიწაზე ტოტებს, ფოთლებს, ხილს და ათას რაღაცას აწყობს, გარკვეული კონფიგურაციით, ზომების, ფორმების და ფერების მიხედვით. ანუ ესთეტიკური გრძნობა გააჩნიათ ამ პატარა ჩიტებს აშკარად. ჰოდა, ეგ არის ხელოვნება არსებითად. ფლირტი და ფარშავანგობა, რაც გამრავლების ინსტინქტიდან მოდის. ან, როგორც ბროდსკიმ თქვა – ყველანი ვცდილობთ, მოვეწონოთ ღმერთს. მე ათეისტი ვარ, არც ბროდსკი „მევასება“, მაგრამ კარგად თქვა.
მაგრამ, ეს უბრალოდ საწყისია, სათავე. ჩემთვის ხელოვნება სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი ფორმაა. მაგალითად, როგორც მეცნიერება, ოღონდ აქ ინტელექტს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. სხვა რამაა მთავარი. რაღაც მოუხელთებელი, ირაციონალური და ბევრად უსაზღვრო.
- თქვენ მიერ დახატული ადამიანები ძალიან მრავალფეროვნები, განსხვავებულები და შთამბეჭდავები არიან. როგორ ახერხებთ, ასე ზუსტად გადმოსცეთ მათი ხასიათი და ემოცია?
- საერთოდ, პორტრეტის ხატვა არ მიყვარს. ნატურიდან ხატვა მაქვს მხედველობაში. ჩვენ იშვიათად ვუყურებთ ერთმანეთს სახეში დიდხანს, დაკვირვებით. ალბათ, მხოლოდ შეყვარებულები. მაგრამ ეგ არ ითვლება... მათი მზერა დაბინდულია. ადამიანები ნიღბებს ატარებენ. ეს ცუდი არ არის, ეს ბუნებრივია, თავდაცვის მექანიზმია. პორტრეტის ხატვა რთული და ხანგრძლივი პროცესია. საათების განმავლობაში აკვირდები მოდელის სახეს ყურადღებით. არავის არ შეუძლია საათობით შეინარჩუნოს ეს ნიღაბი სახეზე. ამ პროცესში არის მომენტები, როცა ადამიანი ფიქრებში მიდის, საკუთარ თავში იძირება. და მაშინ ამოდის ზედაპირზე ამ პიროვნების მანამდე შეუმჩნეველი ნაკვთები. ჰოდა, ჩემი აზრით, ეს სასიამოვნო სანახაობაა.
მქონია შემთხვევა, ვხატავდი ადამიანს, რომელსაც მეგონა, რომ კარგად ვიცნობდი. მაგრამ ხატვის პროცესში სულ სხვა რაღაცები შევამჩნიე. მერე აღმოჩნდა, რომ სწორად. მაგიაა რაღაცნაირი... ეს ფოტოდან ხატვას არ ეხება, ეგ სულ სხვა რამეა, საბავშვო ბაღია და უბრალოდ ტექნიკის საქმეა.
- როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი, ელოდებით მუზას?
- შემოქმედებითი პროცესი ძალიან რთული და უცნაური რამეა. ყოფილა, ღამით წამოვმხტარვარ რაღაცის დასახატად. ზოგჯერ, უბრალოდ მეზარება და ხელსაც არ გავანძრევ. მაგრამ, თუ შეკვეთა მაქვს, ვერანაირ მუზებს ვერ დავუწყებ ლოდინს, უნდა გავაკეთო და ვაკეთებ.
- ილუსტრაციებზეც მუშაობთ. დაგვისახელეთ წიგნები თქვენი ილუსტრაციებით?
- ბევრ რამეზე მიმუშავია: კადრირებები რეკლამისა და კინოსთვის, ლოგოები (ბათუმის დინამოს ლოგო, მაგალითად), კომიქსი. ერთ-ერთი მათგანი - „ამრანი“. ნიუ–ორკის კომიკ-კონზეც იყო. მოწვევაც მოგვივიდა, მაგრამ მე ვიზა არ მომცეს რატომღაც, ჯგუფის სხვა წევრები წავიდნენ. ასევე, წიგნის ილუსტრაციები. პალიტრა-L-ის „საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ ათტომეული (ეს ათტომეული „ოქროს აპოლონით“ დაჯილდოვდა, საქართველოს მუზეუმების უმაღლესი ჯილდოა, თუ სწორად მახსოვს.) იგივე გამომცემლობის „გიორგი სააკაძე“, საქართველოს ციხესიმაგრეების რუკა და სხვა.
- კედლის მხატვრობითაც ხართ გატაცებული. კონკრეტული ნამუშევრები გაიხსენეთ...
- რამდენიმე წლის წინ, მე და ჩემმა მეგობრებმა არტ კაფე გავაკეთეთ. ლოგო, ინტერიერის დიზაინი, ავეჯი, ყველაფერი ჩვენი ხელით იყო შექმნილი. ანუ, ფიზიკურად ვმუშაობდით ყველაფერზე, ბეტონის მოზელვიდან დაწყებული, კედლების შეღებვით დამთავრებული. ეს ინტერიერი ჟურნალ „სტილში“ იყო წარმოდგენილი, როგორც იმ წლის ერთ-ერთი საინტერესო პროექტი.
მერე კედლის მხატვრობაც ვცადე. პირველად ერთ-ერთი რესტორნის კედელი მოვხატე. რომ დავიწყე, წარმოდგენა არ მქონდა, როგორ კეთდება, რა ტექნიკით, რა მასალებით. გზადაგზა „შემომესწავლა“. გრაფიკოსად მივიჩნევ თავს და ფერწერა არასოდეს მიზიდავდა. თავიდან არ ვუყურებდი სერიოზულად, დროებით საქმედ ვთვლიდი, მაგრამ მერე მომეწონა. ყველაზე მეტად მაინც ერთ-ერთ ბარში დახატული უცხოპლანეტელი მომწონს.
საერთოდ, ხშირად ვხატავ ხოლმე უცხოპლანეტელებს, საინტერესო სამუშაოა. იმ წელს „პრემია იკა“ გადმომცეს, კედლის მხატვრობის ნომინაციაში. არადა, სულ არ ველოდი.
- ავეჯის განახლებაზე მუშაობთ, ხატავთ კიდეც მათზე. რამდენად საინტერესოა თქვენთვის ავეჯზე მუშაობა?
- კი, ახლა ავეჯზეც ვმუშაობ. სახელოსნო გვაქვს მეგობრებს. ჯერ ოფიციალური სახე არც მიგვიცია. ძველ ნივთებს ვაძლევთ ახლებურ სახეს. ახლებსაც ვაკეთებთ. ბევრზე ხელით ვხატავ. ძალიან მომწონს ეს საქმე, მაგრამ ახალი დაწყებული მაქვს და ჯერ არ ვიცი რა გამოვა. არც ბაზარს ვიცნობ კარგად.
- საბოლოოდ როგორ შეაფასებით თქვენს მრავალფეროვან შემოქმედებას? უფრო სად ხედავთ თქვენს თავს?
- არანაირი კონკრეტული მიზანი არ მაქვს, რომელიც საბოლოო იქნებოდა. გზაზე ვარ, ხან მარჯვნივ ვუხვევ, ხან მარცხნივ. ვნახოთ სადამდე ვივლი, რისი გაკეთება მომიწევს.
ამჟამად, ერთი ძველი მოტოციკლი მყავს, მისი გადაკეთების იდეით ვარ შეპყრობილი. ქასთომ-ვარიანტი მინდა გავაკეთო. საინტერესოა რა გამოვა.
მერი ბლიაძე