სახლი არ არის მყუდრო და მოხერხებული იმ შემთხვევაში, თუს ის სარემონტოა ან ინტერიერში არ არის საკმარისი დეკორატიული ელემენტი. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც თავს არცთუ კომფორტულად გაგრძნობინებთ, ეს ავჯის განთავსებაა. ძალიან ხშირად არასწორად განლაგებული ავეჯი დისკომფორტს უქმნის ოჯახის წევრებს. Aაი ის შეცდომები, რომელიც არ უნდა დაუშვათ და უნდა გაითვალისწინოთ.
1. ბევრი ავეჯი
სანამ ავეჯს განათავსებთ და შეარჩევთ დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, იცავთ კი ბალანსს ავეჯის რაოდენობას და ოთახის ზომას შორის. არც ის დაივიწყოთ, რომ ყველა საგანს თავისი ფუნქცია უნდა ქონდეს
2. მაგიდა კედელთან
თანამედროვე დიზაინერების რეკომენდაციით, მაგიდა კედლიდან მოშორებით უნდა იდგეს.
3. ვერტიკალური სტელაჟი ბავშვის ოთახში
ჰორიზონტალურ სტელაჟს უფრი მეტი უპირატესობა აქვს ვიდრე ვერტიკალურს.
4. კომოდი საწოლის პირისპირ დგას
კომოდის საწოლის პირისპირ განთავსება არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა, თუ ადგილის ეკონომია გინდათ გირცევთ კომოდი საწოლის მარჯვნივ ან მარცხნივ მოათავსოთ.
5. სავარძელი კედელთან
კედელთან მიდგმული სავარძელი მხოლოდ ერთ შემთხვევაში არის გამართლებული, როდესაც თქვენი ბინა ძალიან პატარა ზომის არის. სხვა შემთხვევაში უმჯობესია სავარძელი იდგეს ცენტრთან ახლოს, რათა ინტერიერში დისაბლანსი არ წარმოიქმნას.
6. სიცარიელე ოთახის ცენტრში
არასდროს მოაწყოთ ასე მისაღები ოთახი, ეს ძალიან უგემოვნებო გადაწყვეტილებაა.
7. აქცენტების გარეშე
ყოველთვიუს ეცადეთ, რომ ინტერიერში იყოს აქცენტები, მის გარეშე ნებისმიერი ოთახი ძალიან მოსაწყენი იქნება.
8. ზონირებაზე უარის თქმა
ეს ოთახის მოწყობის დროს დაშვებული ყველაზე უხეში შეცდომაა. ასე თქვენი სახლი საწყობს დაემსგავსება.
9. ზედმეტი ნივთები
იქონიეთ ოთახში მხოლოდ ის ნივთები, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ, სხვა დანარჩენ ნივთებზე უარი თქვით.
10. თავისუფალი ადგილის დეფიციტი
გადაჭარბებული არც ნივთები ვარგა და არც თავისუფალი ადგილი. ორივე შემთხვევაში ზომიერების დაცვაა აუცილებელი. ეცადეთ, რომ ოთახში აუცილებლად იყოს თავისუფალი ზედაპირი.