სად უნდა მოათავსოთ საწოლი თუ სახლში ადგილის დეფიციტი გაქვთ


ზოგიერთი ბინა იმდენად პატარაა რომ ძალიან ხშირად საწოლის მოთავსება პრობლემას წარმოადგენს.
შემოგთავაზებთ რამდენიმე იდეას, რომელიც მცირეგაბარიტიან ბინაში საძინებელი ზონის ორგანიზებაში დაგეხმარებათ.

1. საწოლი პოდიუმი



საწოლ პოდიუმს ორი უპირატესობა აქვს, ორი კურდღლის ერთად დაჭერას შეძლებთ. თუ პოდიუმში კარადებს და თაროებსაც ჩააშენებეთ მიიღებთ საძინებელ ზონასაც და სათავსოსაც.

2. საწოლი კარადა



ავეჯი, რომელსაც ტრანსფორმაციის უნარი გააჩნია მცირეგაბარიტიანი ბინისთვის მისწრებაა. დიზაინერები გირჩევენ ყურადღება ასეთ ტრანსფორმერ საწოლზე გაამახვილოთ - დღე კარადა და ღამე საწოლი. ძალიან ხელსაყრელი ვარიანტია.

3. საწოლი სხვენი შესასვლელში



თუ თქვენი შესასვლელი გახარებთ
თავისი გაბარიტებით შეგიძლიათ მიმართოთ ექსპერიმენტს. ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი იქნება სხვენი საწოლის ორგანიზება. ეს ნამდვილი მიგნება იქნება იმ ადამიანებისთვის ვინ იცის თითოეული კვადრატული მეტრის ფასი.

4. საწოლი სხვენი ოთახში



შეგიძლიათ ისარგებლოთ უფრო ტრადიციული მეთოდით და საწოლი სხვენი ძირითად ოთახში მოაწყოთ.

5. საწოლი გამჭირვალე ტიხრის მიღმა



ეს ვარიანტი მისაღები იქნება სტუდიო ტიპის ბინისთვის და ასევე პატარა ერთოთახიანი ბინისთვის.

6. საწოლი ნიშაში



თუ ოთახში არის ნიშა ის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ.

7. გასაშლელი დივანი



ველაზე გავრცელებული და მარტივი გამოსავალი კი ისევდაისევ გასაშლელი დივანის ყიდვაა. ეს ძალიან მისაღები ვარიანტია და თქვენ ერთდროულად ორი ტიპის ავეჯის მფლობელი გახდებით, დღისით გექნებათ დივანი, ღამით კი საწოლი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები