ინტერიერი სკანდინავიურ სტილში _ სიმყუდროვისა და ეკონომიის 7 საიდუმლო


სკანდინავიური სტილი ინტერიერში ეს არის სიმყუდროვე და სისადავე, ნატურალური მასალა და სივრცე მცირე გაბარიტებშიც კი. ნათელი ფერები, თეთრი კედლები, კაშკაშა აქცენტები სახლს საოცარ სიმშვიდესა და სითბოს ანიჭებს. როგორ მოვაწყოთ საკუთარი საცხოვრებელი სკანდინავიურ სტილში მინიმალური ფინანსური დანახარჯებით.

ესთეტიკა და უბრალო მასალა



მთავარია მიყვეთ შემდეგ კონცეფციას – მაქსიმალურად ბევრი სინათლე და თავისუფალი სივრცე. ამის მიღწევა შესაძლებელია პასტელის ფერების, სწორი ზედაპირისა და ბუნებრივი მასალების გამოყენებით.

კედლები



მისაღებია კედლების შეღებვაც, თუმცა ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ხარისხიანად. ასევე ძალიან ეფექტურია დეკორატიული და აგურის კედელიც.

იატაკი



სკანდინავიურ ინტერიერში იატაკს გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ის ავეჯისა და დეკორის ძირითადი ფონია. უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ მასალას, ხეს და პარკეტის ფიცარს. აბაზანისთვის გამოდგება კერამიკული ფილები.

ჭერი



სივრცისა და კარგი განათების მიღწევა მცირე გაბარიტებშიც კი შესაძლებელია მაღალი, იდეალურად სწორი ჭერის საშუალებით. უმჯობესია ჭერი იყოს თეთრი ფერის.

განათება



სკანდინავიური სტილის მთავარი დეტალი კარგი განათებაა. განათება უნდა იყოს როგორც ბუნებრივი ისე ხელოვნური. გამოგადგებათ მაგიდის სანათი ბრა, ჭაღი, ტორშერი და სხვა აქსესუარები.
ფერები, რა თქმა უნდა, უმჯობესია იყოს თბილი და ნეიტრალური.

ავეჯი



 ავეჯი უნდა იყოს პრაქტიკული და მაქსიმალურად ფუნქციონალური. უპირატესობა ენიჭება სტელაჟებსა და ღია თაროებს.

აქცენტები და ფერები



სკანდინავიური სტილისთვის თეთრი ფერი აუცილებელია, მაგრამ არ ღირს მარტო ამ ფერზე შეჩერება, აუცილებლად გამოიყენეთ აქცენტები და რაც შეიძლება მკვეთრი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები