დაბალჭერიან სახლში ცხოვრობთ და ჭერის სიმაღლე არ აღემატება 2,7 მ-ს? მაშინ რემონტის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა, რათა თქვენი ინტერიერი არ დაუშნოვდეს.
1. მოკლე ფარდა
არავითარ შემთხვევაში არ ღირს დაბალჭერიან სახლში მოკლე ფარდის დაკიდება. ამ დროს თქვენი ჭერი კიდევ უფრო დაბალი ჩანს ვიდრე რეალურად არის. გამონაკლისია მხოლოდ სამზარეულო, სადაც რომაული ფარდები ან ჟალუზი აბსოლუტურად მისაღებია.
2. ჰორიზონტალური ხაზები
მცირეგაბარიტიანი ოთახის მოწყობის დროს დიზაინერები ხშირად გვირჩევენ ჰორიზონტალური ხაზების გამოყენებას, რაც ხელს უწყობს ოთახის ვიზუალის გაზრდას, თუმცა ეს არ
3. თაბაშირი
თაბაშირი ძალიან ბევრ ინტერიერს აუშნოვებს, განსაკუთრებით კი დაბალჭერიან ოთახს, ასე რომ, ამ დეტალზე ფიქრსაც კი არ გირჩევთ.
4. მასიური ავეჯი
მასიური ავეჯი არანაირად არ უხდება დაბალჭერიან ოთახს, ის კიდევ უფრო დაადაბლებს ჭერს, ამიტომ ავეჯის შერჩევის დროს ეცადეთ უპირატესობა მსუბუქ, ნაზ მოდელებს მიანიჭოთ.
5. დიდი ზომის სანათი
ასევე არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ დიდი ზომის სანათის დაკიდებას.
6. მრავალდონიანი ჭერი
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, იცოდეთ, თუ თქვენი სახლი დაბალჭერიანია მრავალდონიან ჭერზე არც კი უნდა იფიქროთ.
7. გრძელი ჭაღი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაბალ ჭერს არ უხდება დიდი ზომის ჭაღი, ასევე არ უხდება გრძელი ჭაღი. ჯობს არჩევანი ჩამონტაჟებულ ნათურებზე გააკეთოთ, ასე ბევრად მოგებული დარჩებით.
8. გადატვირთული კედლები
რაც უფრო სადა იქნება დაბალჭერიანი ოთახი მით ეფექტური იქნება ინტერიერი. გადატვირთული კედლები ასეთ ოთახს მხოლოდ დააუშნოვებს.
9. მუქი ჭერი
დაბალჭერიანი ინტერიერის გაფორმების დროს არც მყვირალა, კაშკაშა ფერების გამოყენებას გირჩევთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯობს ცივი ტონები გამოიყენოთ, განსაკუთრებით ჭერის შემთხვევაში.
10. მუქი კედლები და დეტალები
უარი თქვით მუქ დეტალებსა და აქცენტებზე, ასევე კედლებზე. მუქი კედლები ოთახს კიდევ უფრო დააპატარავებს.