ფერთა 5 შეხამება სამზარეულოსთვის


მუქი თუ ნათელი? მკვეთრი თუ პასტელის? ჯერ ვერ გადაგიწყვეტიათ? შევეცდებით დაგეხმაროთ და შემოგთავაზოთ დიზაინერების მიერ სამზარეულოსთვის შერჩეული ფერთა ყველაზე ტრენდული გამები.

შემოგთავაზებთ 5 ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს.

1. თეთრი + ყავისფერი + ნაცრისფერი



ამ სამზრეულოს მეპატრონეები სკანდინავიური სტილის თაყვანისმცემლები არიან. აქედან გამომდინარე ფერთა გამაც სწრაფად შეარჩიეს. ძირითადი ფერი თეთრია, რომელიც ჰარმონიულად ივსება ხის და ასევე კონტრასტული შავი და ნაზი პასტელის ფერებით. ეს ფერთა სქემა ძალიან ეფექტური და ასევე პრაქტიკულია.

2. ნაცრისფერი + ვარდისფერი



ბოლო წლებში ვარდისფერისა და ნაცრისფერის ტანდემი კლასიკად იქცა.
ეს ფერები ნებისმიერ ინტერიერში ძალიან ეფექტურად გამოიყურება, ცოტა გრაფიტის ფერსაც თუ დაუმატებთ ხომ საერთოდ საოცრებას მიიღებთ.

3. სალათისფერი + ვარდისფერი



ფერთა კიდევ ერთი პოპულარული შეხამება, რომელიც ნებისმიერი ინტერიერის გასაფორმებლად გამოდგება. სამზარეულოში სალათისფერი ფასადი და ნაზი ვარდისფერი ავეჯი ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

4. ლურჯი + წითელი + შავი



თუ ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტები ზედმეტად ნაზად გეჩვენებათ შეგიძლიათ აღნიშნულ ვარიანტს დაუკვირდეთ. დიზაინერებმა გადაწყვიტეს ჩამქრალი ლურჯი ფერი წითლისთვის, შავისთვის და ნაცრისფერისთვის შეეხამებინათ. ლოფტის სტილისთვის ფერთა ასეთი შეხამება იდეალურია.

5. ყვითელი + ლურჯი + თეთრი



თუ სახლში მზის უკმარისობას განიცდით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს სტილს მიმართეთ. ლურჯისა და ყვითლის კომბინაცია ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. მუქი ფერების განეიტრალებას კი თეთრით შეძლებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები