როგორ გავაკეთოთ ისეთი რემონტი, რომელიც მრავალი წლის შემდეგაც აქტუალური იქნება


დიზაინერების აზრით, კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერიერის დიზაინში აქტუალობას სკანდინავიური სტილი შეინარჩუნებს.
თუ გსურთ, რომ თქვენი სახლი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამებოდეს სწორედ ამ მხრივ უნდა გააქტიურდეთ.
ჩვენ კი ჩვენის მხრივ შევეცდებით მოგცეთ პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა გაარემონტთ სახლი ისე, რომ ის მრავალი წლის განმავლობაში იყოს ტრენდული.

1. ყველაფერი ერგონომიულად დაგეგმეთ



კომფორტის და გამძლეობის საიდუმლი მშენებლობის ყველა მოთხოვნის სრულყოფილად დაცვაა. წინასწარ შედგენილ გეგმას არ უნდა გადაუხვიოთ.
დაგეგმვის დროს უნდა გაითვალისწინოთ არა მარტო საკუთარი ილუზიები, არამედ პროფესიონალთა რჩევები, ეს ის ფაქტორია, რომელზეც
ეკონიმიის გაკეთებას არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ.

2. დამალეთ ყველაფერი ზედმეტი



მოაშორეთ თვალთახედვის არეს ყველაფერი ზედმეტი და უსარგებლო, ეცადეთ გამოიყენოთ კარადები და სხვა სათავსოები, რათა ინტერიერი განტვირთოთ და ასუნთქოთ.

3. გათვალეთ განათების რამდენიმე სცენარი



განათების სისტემა ოთახში ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თქვენი მოთხოვნა ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს, იქნება ეს წიგნის კითხვის პროცესი, ფილმის ყურება თუ რომანტიული ვახშამი.

4. გამოიყენეთ ნატურალური მასალა



დიზაინერები მიიჩნევენ, რომ ბუნებრიობა ყოველთვის აქტუალურია, ასეთი მასალა მოდიდან არასდროს გადადის და ყოველთვის პოპულარობით სარგებლობს.

5. უპირატესობა ღია ფერებს მიანიჭეთ



ღია ფერები ყოველთვის აქტუალურია. თეთრი, ბეჟი, ნაცრისფერი ყოველთვის მოდაშია და ოთახს სიმყუდროვეს სძენს.

6. დაამატეთ აქცენტები



იმისათვის, რომ ინტერიერი არ იყოს მოსაწყენი აუცილებად დაუმატეთ მკვეთრი აქცენტი.

7. არ დაივიწყოთ ფარდები



ფარდებს ინტერიერში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი ფარდები, რომელიც ყოველთვის მოდაში იქნება, სადა და სასიამოვნო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები