ძალიან ხშირად ინტერიერის მოწყობის დროს სტერეოტიპულები ვართ ხოლმემ მაგალითად, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ თეთრი ფერი სივრცეს ზრდის, ბეჟი ფერი ოთახს ათბობს, სარკე ინტერიერს გლამურულს ხდის, თუმცა თანამედროვე დიზაინერული სამყარო სავსეა სიახლეებით. შემოგთავაზებთ ახალ-ახალ იდეებს, თუ როგორ შეიძლება მოვაწყოთ სახლი.
უბრალო ავეჯი – მკვეთრი ფერები
ხის მასიური ავეჯი აქტუალობას ნელ-ნელა კარგავს, მსუბუქი, მარტივი ავეჯი ბევრად ეფექტურია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფერიც გამორჩეული და დახვეწილი იქნება.
ეფექტური სანათი ბევრ რამეს ცვლის
ჩვეული ინტერიერიც კი შეიძლება გადაასხვაფეროს ერთმა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმა, საათმა კედელზე ან
დაივიწყეთ ჩამწკრივებული ავეჯი
აბა სცადეთ, უარი თქვით ჩვეულ წყობაზე და ავეჯი კი არ ჩაამწკრივოთ, აქეთ-იქით განათავსეთ. ერთფეროვნება კარგი დიზაინის პირველი მტერია.
მხოლოდ ხარისხიანი ტექსტილი
პროფესიონალებმა კარგად იციან, ინტერიერში არ არსებობს უმნიშვნელო დეტალი. ინტერიერი დასრულებულად და დახვეწილად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყურება თუ მას ხარისხიანი ტექსტილი დაამშვენებს, იქნება ეს ფარდა თუ გადასაფარებელი.
გამოიყენეთ ფაქტურა
სულ ცოტა ხნის წინ აგურისა და ბეტონის ფაქტურამ პოპულარობის პიკს მიაღწია. ძვირფასი შპალერის გაკვრის მაგივრად დიზაინერები სულ უფრო ხშირად ტოვებენ ხელუხლებელს შავ მასალას.
შავი, როგორც წამყვანი ფერი
შავ ფერს ინტერიერში დიდი ხნის განმავლობაში ტაბუ ქონდა დადებული, თუმცა საბოლოოდ გაირკვა რომ მუქი ფერი ინტერიერში ისეთივე მნიშვნელოვნია, როგორც ღია ფერი. ასე რომ, იცოდეთ, მუქი ფერი ინტერიერს ეფექტურს და კონტრასტულს ხდის.
ფოკუსი არტ-ობიექტებზე
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინტერიერის ცენტრად ტელევიზორი მიიჩნეოდა, თუმცა ყველაფერი იცვლება და ტელევიზორი თამამად შეიძლება ჩაანაცვლოს რომელიმე დახვეწილმა არტ-ობიექტმა.
გეომეტრია, რომელიც მუშაობს
ოთახის გეომეტრიის მართვის ორი საშუალება არსებობს, ავეჯის სწორად, სიმეტრიულად განლაგება და მეორე, ქაოსი, ასიმეტრია. თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარია არ გადააჭარბოთ და არ დაკარგოთ სიმეტრიის შეგრძნება.
ინტერიერმა თქვენი სათქმელი უნდა თქვას
არ არსებობს არაფრისმთქმელ ინტერიერზე ცუდი რამ. იმისათვის, რომ ინტერიერით საკუთარი თავი გამოხატოთ თქვენ ინტერესებს და გატაცებებს უნდა გაუსვათ ხაზი.
ფურნიტურა ძალიან მნიშვნელოვანია
თითქოს ეს დეტალები უმნიშვნელოა, თუმცა აბა სცადეთ და ავეჯის სახელურებს მიაქციეთ ყურადღება და ორიგინალური დიზაინით შეცვალეთ, ნახეთ, როგორი ეფექტური იქნება თქვენი ინტერიერი.