როგორ აავსოთ სახლი დადებითი ენერგიით: 5 რჩევა ფენშუისგან

ფენშუის მიხედვით სახლი რომ ჰარმონიული ენერგიით იყოს დამუხტული, მასში ხუთივე ბუნებრივი ელემენტი უნდა იყოს წარმოდგენილი - წყალი, ხე, ცეცხლი, მიწა და ლითონი. ფენშუის ექსპერტები რეკომენდაციას გვაძლევენ, თუ როგორ უნდა გააცოცხლოთ სახლის ატმოსფერო მარტივი საშუალებებით.

წყალი

წყალი სახლში სიმსუბუქისა და სისუფთავის განცდას შემოიტანს. რა თქმა უნდა, „წყლიან“ საგნებს შორის ინტერიერის ყველაზე თვალნათელი - აკვარიუმია. მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ სარკე და მინის დეკორი.

როგორი ფერის უნდა იყოს დეკორი? - ლურჯი, შავი. იდეალური ფორმა - უსწორმასწორო, ტალღოვანი.

ის უნდა მოათავსოთ ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და
სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში. საძინებელში კი „წყლის“ დეკორი არ უნდა ჭარბობდეს.

ხე

ფენშუის მიხედვით ხე უკავშირდება მატერიალურ კეთილდღეობას, განვითარებასა და ჯანმრთელობის სიმტკიცეს. ხის აქსესუარების გარდა, ინტერიერში ეს ელემენტი წარმოდგენილია მართკუთხა ორნამენტებით, პეიზაჟითა და რა თქმა უნდა, ცოცხალი მცენარეებით.

დეკორი შეიძლება იყოს მწვანე და ღია-ცისფერის ნებისმიერი ელფერი. იდეალური ფორმა: მართკუთხედი.

უნდა მოთავსდეს მხოლოდ სახლის აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ სექტორში.

ცეცხლი

ინტერიერში შეიტანეთ სანთლები, თბილ ფერებში გადაწყვეტილი ბალიშები და ხალიჩები - თუ შემოქმედი ადამიანი ხართ, ასე შთაგონება გარანტირებული გექნებათ. ეს რჩევა სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც სურს მარტოობისა და დაღლილობის განცდისგან განთავისუფლდეს.

დეკორი უნდა იყოს წითელი, მეწამული, ნარინჯისფერი, ვარდისფერი. იდეალური ფორმა: სამკუთხედი, ვარსკვლავი.

უნდა მოათავსოთ სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და ცენტრალურ სექტორებში.

მიწა

მიწა ასოცირდება სტაბილურთან, საიმედოსთან, ამიტომ „მიწის“ დეკორი აუცილებელია პირველ რიგში მათთვის, ვინც ეძებს სიმშვიდეს და დაცულობას: კერამიკა, ყვითელი ბალიშები, ქვიშისფერი ხალიჩები და მთის პეიზაჟები შესანიშნავი იქნება ინტერიერისთვის.

როგორი ფერის უნდა იყოს დეკორი? გადახედეთ ყავისფერ, კრემისფერ, ყვითელ და ქვიშისფერებს. იდეალური ფორმა: კვადრატი.

სად განალაგოთ? სახლის ნებისმიერ სექტორში გარდა ჩრდილოეთისა და სამხრეთისა.

ლითონი

მნიშვნელობა არ აქვს, იწყებთ თუ არა ახალ პროექტს, თვითდისციპლინის გაუმჯობესება გადაწყვიტეთ, თუ უბრალოდ სიზარმაცეს ებრძვით - საჭირო განწყობის მოპოვება გაგიადვილდებათ, თუ სახლში იქნება სპილენძის ჭურჭელი, მრგვალი ფორმის დეკორატიული საგნები და აქსესუარები. კარგი იქნება, თუ ინტერიერში შეიტანთ მრგვალი ფორმის ჭაღებსა და სანათებს, რომლებიც ასევე ლითონის ელემენტს შეესაბამება.

დეკორი უნდა იყოს ნაცრისფერი, თეთრი, მეტალიკი. იდეალური ფორმა: წრე, ოვალი.

უნდა განტავსდეს დასავლდეთ, ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილოეთ სექტორში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები