შეცდომები, რომლებიც თქვენს ოთახს დააპატარავებს

მიუხედავად იმისა, რომ შთამბეჭდავი კვადარატული მეტრების მფლობელი ხართ თქვენი ბინა მაინც პატარად გამოიყურება? აბა გადახედეთ, იქნებ მისი მოწყობის დროს ინტერიერის დიზაინში გაქვთ დაშვებული შეცდომები.

გადატვირთული კედელი
თუ ოთახი არც ისე დიდი ზომის არის, კედლები უნდა იყოს ნათელი და თავისუფალიო. გვასწავლიან დიზაინერები, თუმცა მთლად ასე როდია, კედლის დეკორიც უნდა გამოვიყენოთ, თუმცა უნდა დავიცვათ გარკვეული საზღვრები ფერებთან და რაოდენობასთან დაკავშირებით. არ დაგავიწდეთ სარკეებიც.


არასწორად შერჩეული ხალიჩა

ნუ გააკეთებთ ეკონომიას ტექსტილზე და ნუ ეცდებით ფულის დაზოგვას პატარა ზომის ხალიჩის ხარჯზე. ასეთი ხალიჩა თქვნს
ოთახს, რაღა თქმა უნდა, დააპატარავებს.


ფარდები
სანამ ფარდებს დაკიდებდეთ კარგად დაფიქრდით გაძლევთ თუ არა ოთახი იმის საშუალებას, რომ ფარდები ჭერიდან იატაკამდე იყოს. ეს რა თქმა უნდა, ლამაზია, მაგარამ შთანთქავს სივრცეს. ეს ფაქტორი გაითვალისწინეთ.

დაბალი კარნიზი
პატარა ზომის ოთახში კარნიზის დაფიქსირება არც ჭერში ღირს და არც პირდაპირ ფანჯარასთან. უნდა შეარჩიოთ ოქროს შუალედი.

სამეფო საწოლი
დაფიქრდით, ნუთუ მართლა გჭირდებათ ისეთი საწოლი, სადაც 4 ადამიანი მოთავსდება? თუ მართლა აფასებთ თავისუფლებას გირჩევთ საწოლი უფრო კომპაქტური შეარჩიოთ. უპირატესობა მსუბუქ, მინიმალისტურ დიზაინს მიანიჭეთ.


უსარგებლო ნივთები
მოაშორეთ სახლიდან ყველაფერი გამოუსადეგარი და გამოუყენებელი, იქნება ეს კოლრქციები თუ სხვა რამ.

გადატვირთული შპალერი
არ გირჩევთ ძალიან აქტიურად გაფორმებულ შპალერს, ეს სივრცეს შეგიჭამთ და თვალსაც გადაგიღლით, ეცდეთ შპალერი სადა ფერებში და თავისუფალი იყოს.


მუქი კედლები
მუქი პალიტრა მხოლოდ დიდი სახლებს უხდება.

ცუდი განათება
ცუდი განათება ძალიან მოქმედებს ოთახის ვიზულაზე, ამიტომ ეს ფაქტორიც კარგად უნდა გათვალოთ. ეცადეთ ოთახი იყოს ნათელი და მასში აღწევდეს ბუნებრივი განათებაც.

კედლის გასწვრივ ჩამწკრივებული ავეჯი
ასეთი განლაგება ათავისუფლებს ოთახის ცენტრალურ ნაწილს, თუმცა პატარა ზომის ოთახს არ უხდება და უფრო აპატარავებს მას. Eექსპერტების აზრით, ასეთ შემთხვევაში ავეჯსა და კედელს შორის დატოვებული თავუსფალი სივრცე უფრო მომგებიანად გამოიყურება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები