სამზარეულო კუნძულის პლუსები და მინუსები

ვის არ უყვარს გემრიელი კერძების მირთმევა, მაგრამ იმისათვის, რომ ტრაპეზობა კიდევ უფრო სასიამოვნი იყოს, საჭიროა სასიამოვნო და მყუდრო გარემო.

ბოლო დროს მოდაში შემოვიდა სამზარეულოში ე.წ. კუნძულის გაკეთება, ეს არა მარტო ლამაზია, არამედ ფინქციონალურიც გახლავთ.

მოდით, კარგად გავეცნოთ ამ შედარებით ახალ ტრენდს და მის მინუსებსა და პლუსებზეც ვისაუბროთ.




სამზარეულო კუნძული

კუნძულზე საუბრისას პირველ რიგში აღსანიშნავია მისი ვიზუალური, საკმაოდ პრეზენტაბელური იერი.

ის საკუთარ თავში აერთიანებს როგორც საჭმლის მოსამზადებელ ზედაპირს, სივრცეს, ისე გაზქურას, ნიჟარასა და შესაძლოა ღუმელსაც კი.



კუნძუული იძლევა საშუალებას, რომ სამზარეულოში
გათავისუფლდეს ადგილი კედლის გასწვრივ. სტუდიოს ტიპის სახლში ის ძალიან ლამაზად გამოიყურება.

თუმცა ამ კომფორტისთვის საჭიროა სივრცე. სპეციალისტთა აზრით, თუ სამზარეულო 15 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია, ასეთი კუნძულის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.



არის კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც ადამიანები არც კი ფიქრობენ მსგავსი კუნძულის დამონტაჟებაზე, ეს გახლავთ მასში წყლის სისტემის, ნიჟარის განთავსება, თუ კი კინძულს მარტო მაგიდის მაგივრად გამოვიყენებთ, მისი მთავარი უპირატესობა იკარგება.

როგორც მიხვდით, სამზარეულო კუნძული საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მისი მტავარი დადებითი მხარე კი დიზაინი და ფუნქციონალობაა. თუ თქვენი სამზარეული იძლევა ამის საშუალებას, გაქვთ საკმარისი ფართობი და ფინანსები, გირჩევთ დიდხანს ნუ იფიქრებთ, აქციეთ ოცნება რეალობად.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები