სასტუმრო, ანუ მისაღები ოთახი სახლის ცენტრია, სადაც ოჯახის წევრები იკრიბებიან და ვღებულობთ სტუმრებს, ამიტომ, ლოგიკური იქნება, თუ ამ ოთახის გაფორმების დროს გავითავლისწინებთ თანამედროვე ტენდენციებსა და დიზაინს, რათა ოთახი მაქსიმალურად მყუდრო, კომფორტული, მოსახერხებელი და ლამაზი იყოს.
1. კაშკაშა ფერები
მიუხედავად წინა წლებში დამჯდარი, მოკრძალებული ფერების ბატონობისა, თანამედროვე დიზაინში აშკარად შემოდის და სულ უფრო და უფრო იმკვიდრებს ადგილს კაშკაშა ფერები. მუქი ლურჯი, მუქი მწვანე, ფირუზისფერი და იასამნისფერი შესანიშნავად ერგება მისაღები ოთახის კედელს აქცენტად, მით უმეტეს, რომ მაგალითად მუქი მწვანე ფერის შესაბამისად გამოყენების
შემთხვევაში კარგად არის შესაძლებელი ოთახის ვიზაულურად გაზრდა.
2. ხავერდის სავარძლები
ხავერდი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტრენდი, ეს რბილი ავეჯისადმი დამოკიდებულებაა, ფუფუნებისა და სილამაზის ხორცშესხმა. ის სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ბაზარზე და 2018-2019 წელსაც ძალიან მოდაშია მუქი ვარდისფერი, მუქი მწვანე, ნარინჯისფერი, მუქი ლურჯი ხავერდი. საყურადღებოა, რომ წარსულს ჩაბარდა სავარძლები და დივანი, თანამედროვე დიზაინში აქცენტი კეთდება არა მარტო ერთ ან ორ ნაწილზე, არამედ მთლიანად დივანზე, უმჯობესია ის იყოს ერთი მთლიანი და იყოს სასტუმრო ოთახის მთავარი წევრი.
3. ავეჯი
აქტუალობას იბრუნებს მოდიდან გადასული პატარა ტუმბოები და კედლის ავეჯი. გარდა ამისა, იკლებს ტელევიზორის ზომა, ის ხდება უფრო ადამიანურიი ზომის, შედარებით მოკრძალებული. დიდი ზომის ტელევიზორები, მასთან დაკავშირებული გიგანტომანია წარსულს მიყვება. მოდაში შემოდის კომოდები და ტუმბოები სასტუმროში, ანუ გვიბრუნდება 50-60-ინი წლები.
4. დიზაინერული ხალიჩები
მოდაში შემოდის ასევე იატაკის გაფორმება. განსაკუთრებით აქტუალურია ხელით ნამუშევარი, დამჯდარი ფერის ხელიჩები აბსტრაქტული ნახატით, რომელსაც ეტყობა, რომ გემოვნებიანი ადამიანის მიერ არის შექმნილი.
5. მწვანე ინტერიერი
დიდი ზომის ოთახის მცენარეები, უმჯობესია დიდფოთლებიანი მთელი წლის განმავლობაში გაგილამაზებთ ინტერიერს და დაგაყენებთ ამაღლებულ განწყობაზე.