7 მცენარე საჩუქრად წმ. ვალენტინის ანუ სიყვარულის დღისთვის

ზამთრის ცივ დღეებში ცოტა რამ თუ აგიმაღლებთ განწყობას ისე, როგორც ვალენტინობის დღეს ახლად დაკრეფილი ყვავილების სურნელი. თუმცა, ჩვენ გთავაზობთ გახდეთ გონიერი მომხმარებელი და ალტერნატიული ვარიანტით ისარგებლოთ - აჩუქოთ ან მიიღოთ ქოთნის ყვავილი.

ქვემოთ ჩამოთვლილია 7 ორიგინალური მწვანე საჩუქარი.

სანსევიერა
ინტერიერის გამწვანების ტრენდი პოზიციებს, არც 2019 წელს კარგავს. დამწყებ ფლორისტს სანსევიერა მოეწონება. როგორც ამბობენ, ის გაპატიებთ ჩრდილს, დავიწყებულ მორწყვასა და სხვა ყველაფერსაც. თანაც, ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს.

ფიკუსი
თუ მზრუნველი საჩუქარი გსურთ, შეარჩიეთ ფიკუსი - ეს მცენარე სხვა მცენარეებზე უკეთ წმენდს ჰაერს
ტოქსინებისგან. ზამთარში ის ზაფხულის მზეს მოგაგონებთ.

ხავსი
სკანდინავიური სტილის მოყვარულებს გირჩევთ ხავსი აჩუქოთ - ის ჩრდილოეთური ტყის ატმოსფეროს შექმნის. კიდევ ერთი დადებითი თვისება: ხავსს არ სჭირდება მორწყვა, საკმარისია ხანდახან წყალი შეასხუროთ. მისთვის საუკეთესო ადგილი აბაზანაა. აქ ის პატრონს 7 წლამდე გახარებს.

მანდარინის ხე
ციტრუსისთვის ნათელი ადგილი და ფოთლების ყოველდღიური დანამვა მოგიწევთ. აქ მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, მაგრამ სანაცვლოდ მცენარე გემრიელი ნაყოფითა და სურნელებით გაგახარებთ.

ნაკრები მცენარის მოსაყვანად
სასიამოვნო საჩუქარია - ის თქვენი ფანჯრის რაფას წელიწადის ნებისმიერ დროს გაამწვანებს. ნაკრებში შედის სპეციალური ფიგურა, ნიადაგით სავსე პარკი და გაზონის ბალახის თესლი. უკვე მესამე დღეს ბალახი ამოვა.

პალმა არეკა
თუ თქვენს მეორე ნახევარს მზე მოენატრა აჩუქეთ მას დეკორატიული პალმა მადაგასკარიდან. ხე მშვენივრად იზრდება ოთახის პირობებში და დიდხანს „გაგათბობთ“ მისი შესახედაობით.

ოპუნცია
გულის ფორმის კაქტუსი - რა შეიძლება იყოს უფრო რომანტიკული საჩუქარი შეყვარებულების დღეს. თანაც, ეგზოტიკურ ოპუნციას ბევრი ყურადღება არ სჭირდება.

წყარო: vogue.ru

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები