როგორ გავაფორმოთ ორი ბავშვის ოთახი: პრაქტიკული და სასარგებლო რჩევები

თუ ოჯახში ორი ბავშვი გყვათ და ფართობი არ გაქვთ დიდი, შესაძლებელია მათთვის ერთი ოთახის მოწყობა. ჯერ ერთი, რომ დაზოგავთ ადგილს  და მეორეც, ბავშვებს ექნებათ საშუალება ბევრი დრო გაატარონ ერთად.

ოთახის გაფორმების დროს კი აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ის უნდა იყოს არა მარტო ლამაზი, არამედ პრაქტიკული.

ოთახის შერჩევა

ოთახის შერჩევის დროს მთავარია გავითვალისწინოთ, რომ ის პირველ რიგში უნდა იყოს მოხერხებული. შეარჩიეთ ყველაზე დიდი ოთახი სახლში, სამზარეულოსა და სასადილო ოთახისგან მოშორებით. სასურველია ოთახში იყოს ნიშები, რათა ბავშვებს ჰქონდეთ საკუთარი, ინდივიდუალური ტერიტორია. რაც შეეხევა
ფანჯრებს, უმჯობესია ის აღმოსავლეთისკენ ან დასავლეთისკენ გადიოდეს. ასეთ შემთხვევაში ოთახში ყოველთვის კარგი დღის განათება იქნება.



დიზაინი
ამ მხრივ არსებობს ბევრი ვარიანტი, ღია ფერის მყუდრო სკანდინავიური სტილით დაწყებული ზღვის თემატიკით დამთავრებული. აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის გემოვნება. თუ ორი ბავშვის გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს, არც ესაა პრობლემა, სურვილის შემთხვევაში ორი სხვადასხვა თემატიკის ჰარმონიულად შერწყმა აბსოლუტურად შესაძლებელია.



საბავშვო ოთახის მოწყობის დროს აუცილებლად უნდა გაკეთდეს სამი ზონა – სამეცადინო, სათამაშო და დასასვენებელი. საამისოდ სივრცე ჭკვიანურად უნდა დაიყოს.



ზონირების ვარიანტები
თუ ერთ ოთახში ცხოვრობს ორი ბავშვი, მათ აუცილებად სჭირდებათ პირადი სივრცე. ოთახის ზონირება შეიძლება მოხდეს ავეჯით. ზონირების ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს კარადა, სტელაჟი და ა.შ.
  • სხვადასხვა კონსტრუქცია შესანიშნავად გამოგადგებათ ბიჭისა და გოგოს სივრცის მოსაწყობად.
  • ძალიან კარგი ვარიანტია ასევე ფოტოშპალერი.
  • ფარდა და შირმა ზონირების ყველაზე მობილური საშუალებაა.
  • ასევე შეიძლება გამოიყენოთ ფერთა გამა ბიჭისთვის და გოგონასთვის.






კედლები

საბავშვო ოთახისთვის კედლები აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა საღებავით უნდა შეიღებოს ან უნდა შეირჩეს ეკოლოგიურად სუფთა შპალერი.

უმჯობესია, თუ შპალერი იქნება ისეთი, რომ ირეცხებოდეს, საღებავი კი - წყლისგან დამზადებული.



იატაკი
იატაკი უნდა იყოს ლამაზი, სასიამოვნო, უსაფრთხო, პრაქტიკული და მოხერხებული. ამ მხრივ ყველაზე პოპულარულია ვარიანტებია ხე, კორპი, ლამინატი.



ჭერი
ჭერი უნდა ოყოს საკმაოდ მაღალი და ღია ფერის, თეთრი, ბეჟი, ქვიშისფერი და ა.შ.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები