როგორ ვიპოვოთ დასაძინებელი ადგილი პატარა სივრცეში, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ოთახის - სასტუმროs, საძინებლის, კაბინეტის და შესაძლოა, სამზარეულოს ფუნქციას ითავსებს? ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სწორი დაგეგმარების შემთხვევაში, რთული არ არის დასვენებისთვის ცალკე ადგილის გამოყოფა. აი, რამდენიმე წარმატებული მაგალითი:
ბალდახინს მიღმა
საძინებელი ოთახის დამალვის ყველაზე მარტივი ხერხი ფარდების ჩამოფარებაა. მისი დახმარებით წამიერად შეძლებთ სივრცის გამოყოფასა და გაერთიანებას, რასაც რთული კონსტრუქციების შემთხვევაში ვერ გააკეთებთ.
ფარული შენახვა
გასაშლელი საწოლი ნამდვილი შველაა ბინა-სტუდიისთვის. დღის მანძილზე საწოლი შესაძლოა კედელზე მიმაგრებულ ყუთში დამალოთ, საღამოს კი სხვა ავეჯის ზემოდან
დააყენოთ, მაგ: დაბალი დივნის თავზე.
ვაშენებთ კედლებს
პატარა ოთახში სრულფასოვანი კედლის აგება არც თუ ისე კარგი იდეაა. ეს ოთახს შემომავალ შუქს დაუხშობს, სახლს ბნელსა და არაკომფორტულს გახდის. ბევრად მოსახერხებელია ნახევარკედელი, რომლის სიმაღლე 1 მეტრს არ აღემატება.
ალტერნატიული მატერიალები
როგორ მოგწონთ საძინებლის ბუნებრივი ხისგან დამზადებული შირმისგან გაფორმების იდეა? ადგილის ეკონომიისთვის მისი დაყენება შესაძლებელია პირდაპირ საწოლის პერიმეტრზე. მსგავსი კონსტრუქცია მძიმედ არ გამოიყურება, კარგად ატარებს შუქს და პირადი მოსვენებისთვის იზოლირებული კუთხის შექმნაში ეხმარება.
ახალი ასწლეულის ავეჯი
პატარა, მაღალჭერიანი ბინის მოსაწყობად სპეციალისტები თანამედროვე საავეჯო სისტემის გამოყენებას გვთავაზობენ, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ვერტიკალური სივრცის მაქსიმალურად გამოყენებას. ამ პროექტისთვის შეიქმნა მრავალსაფეხურიანი კონსტრუქცია სამუშაო ადგილით ქვედა ნაწილში, მაღლა - საძინებლით.
ფერების თამაში
თუ სასტუმრო ოთახისგან საძინებლის გამოყოფა არ ხერხდება, ეცადეთ ეს ფერების საშუალებით გააკეთოთ. საკმარისია ერთმანეთთან დაახლოებული ორი ფერი შეარჩიოთ.
ორი ერთში
ამ პროექტისთვის დამზადდა კონსტრუქცია, რომელიც ერთდროულად საძინებლისა და სამუშაო სივრცის ფუნქციას ითავსებს.
ყველაზე თამამებისთვის
ეს ვერსია იმ ბინა-სტუდიის მფლობელებს მოეწონებათ, რომლებსაც ექსპერიმენტები არ აშინებთ. პროექტის დიზაინერებმა საწოლი პრაქტიკულად ჭერქვეშ დაამონტაჟეს, მის ქვეშ კი სასტუმრო ზონისთვის ადგილი გაანთავისუფლეს.
მაშველი იკეა
ამ პატარა ბინა-სტუდიის მფლობელებს არ მოსწონდათ საძინებლის იმ ადგილას მდებარეობის იდეა, სადაც ხშირად აპირებდნენ სტუმრების მიღებას. ამ შემთხვევაში მაშველი აღმოჩნდა ბრენდ IKEA-ს მოძრავი კარი.
ყველაფერი მაღლა
მაღალჭერიანი ოთახისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებაა - საწოლი-სხვენის დამონტაჟება. ამ პროექტის მონაცემით, საძინებელი ადგილი სამზარეულოსა და სასადილო ზონის თავზე განთავსდა. შენიშნეთ კიბეები? მათში ინახება ჭურჭელი და სამზარეულოს აქსესუარები.
წყარო: goodhouse.ru