ახალი ფერები - თბილი თაფლისფერი, არასტანდარტული ვარდისფერი და „რთული“ ლურჯი

ფერი ყველაზე ძლიერი, არავერბალური ენაა, რომელსაც ვიყენებთ საკუთარი თავის გამოსახატად და იმის მოსაყოლად, თუ ვინ ვართ და რას ვგრძნობთ.

თბილი თაფლისფერი

ყვავილის არომატული თაფლი ამშვიდებს და ენერგიით ავსებს სხეულსა და სულს, თაფლისფერი ტონალობა კი ჩვენს ვიზუალურ აღქმაზე მოქმედებს. კედელზე ეს თბილი ფერი მზის ჩასვლას მოგაგონებთ. მის ოქროსფერ-ჟანგისფერ, ქვიშისფერ ან ატმისფერ ელფერებს შეუძლია ყველა ოთახის სივრცე გააერთიანონ ისე, რომ არ დაუკარგოს ინდივიდუალობა.

ის ამაღლებს განწყობას, ამშვიდებს და მზის ენერგიით ავსებს.

ვარდისფერის ყველა ელფერი

ბოლო დროს „ჭუჭყიან ვარდისფერს“ დიზაინერები სულ უფრო ხშირად
იყენებენ, როგორც მთავარ ფერს. მისი ელფერები შეიძლება იყოს, როგორც მშვიდი, ასევე საკმაოდ ენერგიული.

საენტერესო ალიანსი გამოდის სხვა რთულ ფერებთან ერთად - ნაცრისფერი, ცისფერი, იასამნისფერი, რძისფერი. მათგან არც ერთი ფერი არ არის მკვეთრი, არ იქცევს ყურადღებას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ყურადღება დაუთმოთ დეტალებს - ავეჯისა და აქსესუარების ფერის შერჩევისას.

ბუხარი და ქვიშა

ნაცრისფერი-ლურჯი ბუხარი ნებისმიერ ფერს ეხამება, რომელთა გარემოცვაში ქვა ბუნებაში შეიძლება იხილოთ. ამ შემთხვევაში ეს გახლავთ ღია ფერის ქვიშა და ბუნებრივი ხე.

რთული ლურჯი

„რთული ლურჯის“ ძირითადი უპირატესობებია - მისი უსასრულობა, ჰაეროვნება, გამჭვირვალობა. ეს ფერი დამოკიდებულია განათებაზე, ამიტომ მის შერჩევას დიდი სერიოზულობით უნდა მიუდგეთ, დატესტოთ და დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეაფასოთ.

ლურჯი ნატურალურ ფერებს შორის ყველაზე ღრმა და ცივია, მაგრამ ცისფერის ელფერები სხვა ბუნებრივ ფერებთან ერთად ძალიან საინტერესო სახეებს ქმნიან. თუ ძირითად ლურჯ ფერს ნაცრისფერს, მწვანეს ან წითელს დაუმატებთ, ის ბევრად უფრო თბილ იერს მიიღებს.

ნათელი ხის ავეჯი იდეალურად ეხამება ცისფერს.

ჟანგისფერი წითელი

ფერი, რომელიც ჩამავალი მზისა და შუადღის სითბოს აერთიანებს. სივრცეს მეტ სიღრმესა და მოცულობას ჰმატებს. ჟანგისფერი წითელი კარგად ეხამება თეთრსა და შავს, „ჭუჭყიანი ვარდისფერის“ ელფერებს, შოკოლადისფერ-ყავისფერს.

აქსესუარების სახით შეგიძლიათ შეარჩიოთ ბრჭყვიალა ოქროსფერი, სპილენძისა და თაფლისფერი დეტალები. ინტერიერს აქტუალურს გახდის ასეთივე ფერის ხალიჩა და საინტერესო ტექსტილი, ბუნებრივი ხე და ცოცხალი მწვანე.

წყარო: goodhouse.ru

კომენტარები

ideodub 2024-10-18 10:09
Dependent variable log of serum TSH n 356; R 2 0 where to buy priligy Glucocorticoids are the immunosuppressive agents most commonly used to treat immune mediated skin disease Autoimmune Skin Diseases Excessive activity of the adaptive immune system can lead to inappropriate immune responses collectively called hypersensitivities

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები