რემონტი - რამდენ რამეს აერთიანებს ეს ერთი სიტყვა. განსაკუთრებით ეს ინტერიერის გააზრებას ეხება. არ არის ადვილი შექმნა დიზაინი, რომელიც დააკმაყოფილებს შენს ესთეტიკურ მოთხოვნებს და ამავე დროს იქნება პრაქტიკული და კომფორტული, მყუდრო და მოხერხებული. დღესდღეობით, როდესაც ინტერიერის მოდა ასეა განვითარებული, ძნელია შეარჩიო ერთი კონკრეტული სტილი. თავის მხრივ ყველა ლამაზი და ეფექტურია. ჰოდა, ძალიან საინტერესოა, როგორ შეავრჩიოთ ინტერიერის სტილი 2021 წელს?
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სტილი თავად შექმნათ, ამას ვერავინ დაგიშლით, მაგრამ ბევრად ეფექტურად და სწრაფად ამას სპეციალისტები გააკეთებენ. ისინი მაქსიმალურად ეცდებიან
გაითვალისწინონ თქვენი მოთხოვნილებები და არ დაუშვან შეცდომები.
მაშ ასე, დღესდღეობით აქტუალურია 5 ყველაზე ტრენდული სტილი.
ვეცდებით ზოგადად დავახასიათოთ თითოეული სტილი, რათა არჩევანის გაკეთება მეტ-ნაკლებად გაგიმარტივოთ.
ლოფტი
ეს სტილი გასულ საუკუნეში ჩაისახა. იგი ჩვენთან ამერიკიდან შემოვიდა, სადაც, ურბანიზაციიდან გამომდინარე, გაიზარდა მოთხოვნილება ქალაქში დასახლებაზე. ამ დროს საცხოვრებლად იყენებდნენ სასაწყობე ფართებსაც კი. საცხოვრებლად ქალაქში ჩასული ადამიანები კი ახალ სახლებში რემონტის გაკეთებას არ ჩქარობდნენ.
ისინი ტოვებდნენ ყველაფერს ისე, როგორც იყო და სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ახალ სტილს, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო:
1. სახლის მოსაპირკეთებლად ნატურალური მასალების გამოყენება.
2. კედლების მოუპირკეთებლად დატოვება, ამიტომაც ლოფტის სტილს ახსიათებს აგურის კედლები.
3. ბოძები ან მილები სახლში, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს დანიშნულება, ჰქონდეს მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია.
4. სანათები, რომელიც რაღაცით პროჟექტორსაც წააგავს.
5. ძირითად ფერი ყავისფერი და ნაცრისფერი.
მოდერნი
მოდერნის სტილი ხელოვნებაში მე-20 საუკუნეში გამოჩნდა. დაახლოებით ამ დროსვე გავრცელდა ინტერიერის დიზაინში. მოდერნი ითარგმნება, როგორც თანამედროვე.
მოდერნის სტილის ინტერიერში თქვენ ვერ შეხვდებით მახვილ კუთხეებსა და სწორ ხაზებს. მოდერნის სტილს ახასიათებს:
1. მარტივი, ლაკონური ფორმის ავეჯი. დეკორად გამოიყენება დახვეწილი ფურნიტურა, მაგალითად, შუშა.
2. ყველაზე გავრცელებული მასალაა ხე, მინა, კერამიკა.
3. რელიეფური ავეჯი.
4. თბილი ფერები ინტერიერში (კრემისფერი, ოქროსფერი, ყავისფერი).
მინიმალიზმი
რამდენიმე წლის წინ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინტერიერში სკანდინავიური სტილი. დღესდღეობით ამ სტილმა გზა მინიმალიზმს დაუთმო. ეს ბევრად პრაქტიკული დიზაინია დეკორის მინიმალური ელემენტებით.
მინამალიზმს ახასიათებს:
1. კედლების მოსაპირკეთებლად ძირითადად თეთრი ფერის გამოყენება. თუმცა, რა თქმა უნდა, აქცენტებად სხვა ფერების გამოყენება აბსოლუტურად გამართლებულია.
2. მინიმუმ დეკორატიული ელემენტები.
3. ყველაზე პოპულარული მასალა ამ სტილისთვის გახლავთ ქვა, ხე და მეტალი.
4. მაქსიმალურად მარტივი ავეჯი.
ჰაი-ტექი
პოსტმოდერნიზმის განვითარებას ინტერიერში ჰაი-ტექის შემოსვლა მოჰყვა. სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან "მაღალი ტექნოლოგიები". ეს სიტყვა ზუსტად ახასიათებს ამ მიმდინარეობას.
ჰაი-ტექის მთავარი მახასიათებლებია:
1. თავდაჭერილი ცივი და ღია ფერები.
2. ბუნებრივი მასალის მაქსიმალურად ათვისება.
3. მინიმალიზმი ინტერიერის გაფორმების დროს.
4. ისევე, როგორც ლოფტის სტილში, აქაც გვხვდება ღია მილები თუ ვენტილაცია.
5. მაქსიმალური პრაქტიკულობა. ყველა ნივთს უნდა ქონდეს თავისი დანიშნულება და ფუნქცია.
კლასიკა
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ამიტომ, ინტერიერის დიზაინზე საუბრის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს კლასიკა. ეს სტილი ყოველთვის ეფექტური და მდიდრულია. 2021 წელს კლასიკური სტილი ყველაზე აქტუალური იქნება საძინებლისთვის და მისაღებისთვის.
კლასიკურ სტილს უხდება დიდი ზომის მასიური ჭაღები, ასევე მასიური ფარდები.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სტილი თავად შექმნათ, ამას ვერავინ დაგიშლით, მაგრამ ბევრად ეფექტურად და სწრაფად ამას სპეციალისტები გააკეთებენ. ისინი მაქსიმალურად ეცდებიან
მაშ ასე, დღესდღეობით აქტუალურია 5 ყველაზე ტრენდული სტილი.
- ლოფტი
- მოდერნი
- მინიმალიზმი
- ჰაი-ტექი
- კლასიკა