როგორ მოვიცეთ, თუ სახლში არ არის საკმარისი სინათლე?
ყველამ კარგად ვიცით, რომ მყუდრო და სასიამოვნო ინტერიერისთვის უნდა გვქონდეს მაქსიმალურად კომფორტული განათება. შემოდგომის დადგომასთან ერთად, როდესაც დღე კლებულობს და ღამე იზრდება, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. როგორ გავანათოთ ჩაბნელებული ინტერიერი?
განათების უამრავი საშუალება რომ არსებობს, ახლი არავისთვის არის, იქნება ეს ჭაღი, სანათი, ბრა, ტორშერი თუ სხვა რამ. თანამედროვე საშუალებებით შესაძლებელია შეიქმნას წერტილოვანი წყაროები, რომლებიც ნამდვილად შესძენენ ხიბლს თქვენს ინტერიერს.
თუმცა სანამ გასანათებელ საშუალებებს შეიძენდეთ, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ, კონკრეტულად რომელი ზონების
რაც შეეხება ჭაღს, თუ ჭერი დაბალია, მაშინ ჩამონტაჟებული ნათურების გაკეთებას გირჩევთ. რაც შეეხება ბრას, რაც უფრო მაღლა დაკიდებთ შუქით ზემოთ, მით მაღალი გამოჩნდება ჭერი და შესაბამისად, სივრცეც.
ზოგადად, კედლის ბრა ძალიან უხდება საძინებელს და მისაღებს.
ასევე ძალიან ეფექტურია ინტერიერში აბაჟური.
სამუშაო ზონებს უხდება მაგიდის ან მისამაგრებელი სანათები. დასამაგრებელი სანათები შეიძლება დაამაგროთ როგორც მაგიდის კიდეზე, ისე წიგნების თაროზე და სხვა ადგილებში.
კარადებთან ძალიან მოსახერხებელია შუქდიოდების ლენტების გამოყენება.