გაგიკვირდებათ ალბათ, თუმცა ფაქტია, რომ ზოგიერთ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ნივთს ძალიან ცუდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ფსიქიკაზე. ეს ეხება სახლის ინტერიერსაც.
ვერ წარმოიდგენთ, როგორი მნიშვნელოვანია ადამიანის კომფორტისთვის განათება. ეცადეთ სივრცე იყოს ნათელი. არასაკმარისმა განათებამ შესაძლოა ძალიან ცუდად იმოქმედოს ადამიანის განწყობაზე. თუ ფანჯრებიდან ვერ შემოდის ოთახში მზის სინათლე, ეცადეთ ეს პრობლემა დამატებითი სანათების ან ნათურების ხარჯზე მოაგვაროთ.
ასევ ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ემოციურ ფონზე ცივი, შიშველი კედლები. ერთი შეხედვით შესაძლოა ვერც კი მიხვდეთ, რა გაღიზიანებთ სახლში, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად
გააკეთებთ ანალიზს და მიხვდებით, რომ კედლის გაფორმება ერთგვარი თერაპიაა, ის სივრცეს სიმყუდროვესა და სითბოს სძენს. რას გამოიყენებთ დეკორად, ეს უკვე ინდივიდუალურია და მხოლოდ თავად გადაწყვეტთ, რა უფრო გესიამოვნებათ. ეს შესაძლოა ეს იყოს ფერწერული ტილო, რამე პოსტერი ან სულაც ოჯახის წევრების ფოტოები და ა.შ.
სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად უნდა იგრძნოს, მოეშვას და დაისვენოს. აქ ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია, მათ შორის ავეჯის განლაგება. ის მაქსიმალურად მოსახერხებელი უნდა იყოს თქვენთვის, თუ ასე არ არის, შესაძლოა გარკვეული პერიოდი ვერც კი მიხვდეთ, რატომ ხართ გაღიზიანებული. ავეჯი ისე უნდა განათავსოთ, რომ სივრცე დარჩეს, სადაც თავისუფლად გავლას შეძლებთ. სივრცეს ადამიანის ტვინი სულ სხვაგვარად აღიქვამს, ის ძალიან მნიშვნელოვანია.
ფერები რომ პირდაპირ არის კავშირში ჩვენს ფსიქიკასთან, ეს ყველამ კარგად ვიცით. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ შფოთი და გაღიზიანება, შეარჩიეთ თბილი, ნეიტრალური ფერები და გაახალისეთ აქცენტებით.
და ბოლოს, ოთახის მცენარეები. არასწორად შერჩეულმა მცენარემ შესაძლოა ძალიან ნეგატიური გავლენა იქონიოს თქვენს ხასიათზე, განწყობაზე. ამიტომ გამწვანების საკითხს ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ და თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ესა თუ ის მცენარე გაგაბედნიერებთ, თავი შეიკავეთ მისი თქვენი ოჯახის წევრად ქცევისგან.