ფარდა თუ კარი? - როგორ გადავტიხროთ ოთახი ფარდით

წარმოუდგენელია სახლი ფარდების გარეშე. ეს ის ატრიბუტია, რომელიც ქმნის თქვენი სახლის სტილსა და დიზაინს. ფარდა განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს საძინებელს, ხოლო მისაღებს უფრო მეტად ელეგანტურს და დახვეწილს ხდის.
თუმცა, რიგ შემთხვევებში ფარდა იმაზე მეტია, ვიდრე ერთი ჩვეულებრივი ატრიბუტი, მას შეიძლება სხვა დატვირთვაც ჰქონდეს.
თხელი, სიფრიფანა ფარდა შესაძლოა ორი ოთახის, მაგალითად, სასადილოსა და სამზარეულოს გამყოფი ნაწილი აღმოჩნდეს. იმავე დატვირთვით შეიძლება ფარდის გამოყენება საძინებელსა და სასადილო ოთახს შორის. ოთახებს შორის კედლის ფუნქციის შეცვლა გრძელი, ფუმფულა ფარდითაც შეგიძლიათ.


ფარდა ოთახის ის ელემენტია, რომლის მიღმაც

თითქოს თქვენი პირადი, ინტიმური ცხოვრება იმალება. ამასთანავე, ის თქვენს სახლს სიმყუდროვეს ანიჭებს, თუმცა, არის ერთი მაგრამ - ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ხმა თავისუფლად იმუგზაურებს ერთი ოთახიდან მეორეში. თუ ეს მომენტი დისკომფორტს გიქმნით, გირჩევთ ფარდა კარებით შეცვალოთ ან ოთახი გადატიხროთ ჩვეულებრივი კედლით.


იცოდეთ, რომ ფარდებით ოთახის გადატიხვრის უამრავი საშუალება არსებობს. ეს მოგცემთ საშუალებას, თქვენი სახლის ერთიანი ფართობი დაყოთ ზონებად ისე, რომ სახლმა არ დაკარგოს ინდივიდუალურობა.

კომენტარები

mano 2016-09-27 13:22
ზალიან კარგია
lilebrooke 2016-07-01 16:20
marTla Zaan magaria
rusiko 2016-05-18 10:02
მიყვარს ჟურნალი ,,შინ,,
lali 2016-04-17 11:12
Dzalian momwons tkeni shemotavazebebi
ia 2016-03-29 16:08
მართლა ზალიან კარგი გვერდია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები