ამის გაკეთება არც ისეთი რთული იქნება იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე უნივერსალურ რჩევას გაითვალაისწინებთ.
არ გირჩევთ ინტერიერის დეკორირების დროს არჩევანი ჯერ კედლის ფერზე გააკეთოთ და შემდეგ ავეჯზე, გვერწმუნეთ, პირიქით თუ მოიქცევით, უფრო მოგებული დარჩებით, საღებავის შერჩევა და გადაფიქრება ბევრად მარტივია, ვიდრე ავეჯის შეცვლა.
არ გამოიყენოთ ძალიან პატარა ზომის ხალიჩა. იდეალური ვარიანტია, თუ ავეჯის ფეხები ხალიჩაზე არ იქნება განთავსებული. ეს მხოლოდ გაბარიტულ ავეჯს ეხება, მცირე ზომის ნივთები კი ხალიჩაზე უნდა განლაგდეს.
ნუ ეცდებით აეჯის კედელზე მიბჯენას, ავეჯსა და კედელს შორის თავისუფლად გავლის
ნახატები და აქსესუარები კედელზე ძალიან მაღლა არ დაკიდოთ. ბევრს ჰგონია, რომ ეს სწორია, თუმცა ცდებიან, ხელოვნება ძალიან მაღლა არ უნდა იყოს.
სინათლე ბევრი არასდროს არის. არ დააიგნოროთ ეს წესი. ეცადეთ ოთახში რაც შეიძლება მეტი განათება ოყოს.
ნუ გამოიყენებთ ძალიან მკვეთრ და კაშკაშა ფერის ტექსტილს, დეკორატიულ ბალიშებს. სწორად შერჩეულ თუნდაც ორ ბალიშს მთლიანად შეუძლია ინტერიერის შეცვლა.