ავეჯი, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს „კლავს“ და არაფერს უხდება


არსებობენ ინტერიერის საგნები, რომლებიც დროის ცვალებადობასთან ერთად აქტუალობას არ კარგავენ. მეტიც, დროთა განმავლობაში ხიბლი კიდევ უფრო ემატებათ, თუმცა ზოგიერთი "უიმედოდ" ძველდება და მისი ადგილი თანამედროვე ინტერიერში უბრალოდ, არ არის, არაფერს უხდება. ასეთ ავეჯს დროულად უნდა დაემშვიდობოთ.

სამზარეულოს კუთხე


იყო დრო, როდესაც სამზარეულოს კუთხე ძალიან პოპულარული იყო და მას თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებოდით, თუმცა დღესდღეობით მისი ადგილი თანამედროვე ინტერიერში აღარ არის. გარდა იმისა, რომ მცირეგაბარიტიან სამზ
არეულოში (სადაც ძირითადად იყო განთავსებული ასეთი კუთხეები) ეს ატრიბუტი ძალიან დიდი ადგილს იკავებს, მასთან რამდენიმე ადამიანის მოკალათება სულაც არ არის კომფორტული, როგორ ერთი შეხედვით ჩანს. თანამედროვე დიზაინერები ბევრ ალტერნატიულ, ბევრად რაციონალურ ვარიანტებს გვთავაზობენ.

ბარის მაგიდა

რთულია სათქმელია, რამ გახადა პოპულარული ბარის მაგიდა, თუმცა ფაქტია, რომ დღესდღეობით ამ კონსტრუქციის გაკეთება აღარავის მოსდის თავში და ეს კარგიც არის. ნამდვილად ვერ ვიტყოდით, რომ ასეთი კონსტრუქცია პრაქტიკულია და სხვათა შორის, ლამაზიც.


ე.წ. "გორკა" , კედელი

მსგავსი ატრიბუტი დღესაც აქტუალურია, თუმცა საკითხავია, რამდენად რაციონალურია გამოყენების დროს, ფაქტია, რომ ის არც სილამაზით გამოირჩევა და არც პრაქტიკულობით.

კომპიუტერის მაგიდა



2000 წლების დასაწყისში ასეთ მაგიდაზე ნებისმიერ პერსონალური კომპიუტერის პატრონი ოცნებობდა. ის ყველაფერს ერთდროულად იტევდა. დღესდღეობით კომპიუტერის გაბარიტები შემცირდა, უზარმაზარი მაგიდა მას ნამდვილად არა სჭირდება, ასე რომ, მსგავსმა მაგიდამ ფუნქცია აბსოლუტურად დაკარგა. მომცრო ზომის პატარა სადა მაგიდა მის ყველა ფუნქციას უპრობლემოდ შეითავსებს.

კუთხის თარო

კუთხის თაროს აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის არ წარმოადგენს შესანახ სისტემას, მხოლოდ ღია თაროს თუ გააკეთებთ თქვენთვის სასურველი ნივთების ექსპოზიციისთვის, თუმცა მოსავლელად ძალიან რთულია, მუდმივად საჭიროებს მტვრის წმენდას და ქმნის ვიზუალურ ქაოსს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები