ტენდენცია, რომ სივრცე ბევრად დიდი გამოჩნდეს, გათავისუფლდეს და ზედმეტი ნივთებიც არ გვაწუხებდეს, დღითიდღე სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამჯერად მოდით განვიხილოთ, რით შეიძლება ჩავანაცვლოთ საძინებლის კარადა.
ე.წ. კედლის ანალოგი
ე.წ. კედელი ძალიან ბევრ ადამიანში იწვევს უარყოფით ემოციებს და რაღაც დიდს და მოუხერხებელს უკავშირდება. თუმცა, საბედნიეროდ, დღესდღეობით ასე აღარ არის და კედელი-ავეჯი შეიძლება იყოს ძალიან მოხერხებული და ტრენდული.
ტევადი კომოდი
ეს თეთრეულის შესანახი ყველაზე მარტივი, თუმცა ტევადი საშუალებაა. რამდენიმე გამოსაწევ უჯრას, საშუალო სიმაღლეს საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს.
საკიდი ნიშაში
დასადგამი საკიდი ნიშაში არა მარტო დროებითი გადაწყვეტილებაა, არამედ დამოუკიდებელიც. რეილი დეკორის ელემენტადაც კი შეიძლება იქცეს.
შესანახი კუთხე
რეილის თანამედროვე ვერსია შესაძლოა ინტერიერის მთავარ ხიბლადაც კი იქცეს.
კომპოზიცია სტელაჟითა და თაროთი
ამ შემთხვევაში რეილერი და თარო განთავსებულია არა ნიშაში, არამედ კედელთან. კომოდის მაგივრად კი გამოყენებულია სტელაჟი.
ღია კარადა
კიდევ ერთი ვარიანტი გახლავთ კარადის მსგავსი კონსტრუქცია, თუმცა კარების გარეშე.
ერთადერთი მინუსი ღია კარადებს და საკიდებს ის აქვს, რომ მტვერს აგროვებს და კიდევ - სულ წესრიგში უნდა გქონდეს, რომ ქაოსი არ ჩანდეს.
ღია და დახურული სექციების მიქსი
ტექნიკურად ამ შემთხვევაში უჩვეულო არაფერია, მთავარი და საინტერესო ელემენტების და პროპორციების ურთიერთშეთანხმებაა.
მინი საგარდერობე
თუ ოთახში ბევრი თავისუფალი სივრცეა, შეგიძლიათ გააკეთოთ საგარდერობე, ამისთვის არ არის საჭირო სრულფასოვანი საგარდერობე ოთახი, მინიატიურული გაბარიტებიც შთამბეჭდავი გამოდის.
ვერტიკალური საგარდერობე და სისტემა ღია კედელზე
შესაძლოა ეს ვერსია ყველასთვის მისაღები არ იყოს, მაგრამ მას არსებობის უფლება აქვს.
პოდიუმიანი საწოლის ქვედა იარუსი
მაღალი ჭერი ძალიან ბევრ შესაძლებლობებს იძლევა. ერთ-ერთია საწოლის აწევა და მის ქვემოთ სივრცის გამოყენება. ამ შემთხვევაში საუბარია სრულფასოვან შესანახ სისტემაზე, რომელიც საკმაოდ პრაქტიკულია.