როგორ შევცვალოთ ინტერიერი დანახარჯის გარეშე

თუ სახლში ცვლილებების სურვილი გაგიჩნდათ - განაახლეთ გარემო!
მკვეთრი დეტალები და ჩვეულებრივი ნივთების გადაადგილება - რა შეიძლება იყოს უფრო მარტივი?

1. შეცვალეთ დანიშნულება

აქციეთ სკამი მაგიდად, რომელზეც მოათავსებთ ჭიქას, ლარნაკს, სანათს ან წიგნს. მისი დადგმა კი ყველაზე მოსახერხებელია დივანთან ან საწოლთან.

2. გამოიყენეთ ღია თაროები

მეტი ყურადღება დაუთმეთ მათ გაფორმებას. შეცვალეთ კომპოზიციები სეზონიდან სეზონამდე. მოათავსეთ ყველაფერი, რის ყურებაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

3. გადააადგილეთ სკამები

სასტუმრო ოთახში მაგიდის გარშემო განლაგებული სკამების ჯგუფი ზედმეტად ოფიციალურად გმოიყურება. გადაიტანეთ სკამები სასტუმრო ოთახიდან სამზარეულოში ან სხვა
ოთახში.

ნუ შეღებავთ კედლებს მკვეთრად, არ გააკეთოთ მათზე აქცენტი - ლამაზი სკამები ასე უფრო უკეთ გამოიკვეთება.

4. გააფორმეთ წიგნების თაროები

წიგნების ვერტიკალურ მწკრივებს მოათავსეთ ფიგურები, ჭიქა, პატარა ლარნაკი, სანთლები, საყვარელი ფოტოები.

5. ადგილები შეუცვალეთ აბაჟურებს

გადადეთ ის მისაღები ოთახიდან სასადილო ოთახში, სასტუმრო ოთახში, კაბინეტში ან საძინებელში. ეფექტი საინტერესო იქნება.

6. დააჯგუფეთ კოლექციები

გადატვირთული რომ არ გამოვიდეს, გაითვალისწინეთ სიმეტრიები. განალაგეთ ისინი თანაბარი დაშორებით. სცადეთ მათი დაჯგუფება მაგ: კომოდის მაღლა.

7. დაყავით სივრცე

გააკეთეთ ღია თაროები, მაგრამ არ გადატვირთოთ ზედმეტი საგნებით. სცადეთ ავეჯის ადგილმდებარეობის შეცვლა, საძინებლიდან სასტუმრო ოთახში ხალიჩა გადმოიტანეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები