რა მოვუხერხოთ პატარა და ცუდად დაპროექტებულ ბინას

ამჯერად შევეცდებით გესაუბროთ იმაზე, თუ როგორი სტილი უფრონ უხდება მცირეგაბარიტიან საცხოვრებელ ბინას და რაზე უნდა ვთქვათ უარი თავიდანვე, რა უნდა მოვიმოქმედოთ საიმისოდ, რომ პატარა ზომის ბინა მაქსიმალურად კომფორტულ გარემოდ ვაქციოთ და როგორ გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ ტექსტილი თუ ავეჯი.

ბინის გადაკეთებამ შესაძლოა მეტი სივრცე მოგვცეს. რა თქმა უნდა, ტიხრების გაკეთება და კედლების აღება და შემდეგ ხელახლა აშენება საკმაოდ ხმაურიანი და რა ჭუჭყიანი საქმეა, შესაძლოა უფრო ხანგრძლივიც, თუმცა საბოლოო ეფქტი ამად ღირს.

შემოგთავაზებთ ასეთი გადაწვეტილებების ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებს:

  • ოთახის აივანთან ან ლოჯიასთან გაერთიანება.
  • სამზარეულოსა და მისი მეზობელი ოთახის ერთ სივრცედ გადაკეთება.
  • დამატებითი ადგილის გამოყოფის მიზნით სველი წერტილის კედლის გადატანა.
  • აბაზანის გაფართოება კორიდორის ხარჯზე.
  • აბაზანის საშხაპე კაბინით ჩანაცვლება.
დაბრკოლებად შესაძლოა ფანჯრების ნაკლებობა იქცეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი. აი, მაგალითად, როდესაც ერთოთახიანი ბინა უნდა გადავაკეთოთ ოროთახიანად და სახლში სულ ორი ფანჯარაა. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანით შესასვლელი და სამზარეულო და გავაკეთოთ ძლიერი გამწოვი გაზქურის თავზე. საბოლოოდ მივიღებთ ორ საძინებელს და ერთ სამზარეულოს და მისაღებს ერთად, სადაც მთელი ოჯახი შეიკრიბება ხოლმე.

არსებობს კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ ბნელი, უფანჯრო ოთახის ბუნებრივად განათებაში, ეს გახლავთ შუშის კედელი. თანამედროვე მასალა იმდენად დახვეწილია, რომ საბოლოოდ ძალიან ლამაზი ინტერიერის მიღებაა შესაძლებელი.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც მასშტაბური ცვლილებები ვერ ხერხდება ხან ფინანსური, ხანაც ტექნიკური მიზეზების გამო. დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ასეთ შემთხვევებშიც არსებობს გამოსავალი.



მისაღები ოთახი

ფერთა გამა უნდა შეირჩეს ისე, რომ გარემო მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული იყოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არჩევანი ატმისფერსა და ხავერდოვან ზედაპირს ენიჭება.

კარადების რაოდენობა გარდერობის ოთახის ხარჯზე მინიმუმამდეა დაყვანილი. მართალია, საამისოდ ძვირფასი კვადრატული მეტრები გამოვიყენეთ, თუმცა ამან საბოლოოდ ძირფესვიანად შეცვალა მისაღები ოთახის პროპორციები.



ახლა ოთახში არის სამუშაო ზონაც და მოსასვენებელი ადგილიც. ზედმეტი კარადები და თაროები კი არსად არის.

სამზარეულო
როდესაც სამზარეულოსთვის სულ რაღაც 6 კვადრატული მეტრი გაქვთ, ყველაფერი ნამდვილად კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. ეს ადგილი მაქსიმალურად ფუნქციონალური უნდა იყოს. გაფორმების სტილი უნდა იყოს მინიმალიზმი. თავიდანვე ჩამოყალიბდით ფერისა და მასალის შერჩევისას. გირჩევთ, კერამიკული საფარი მსხვილფორმატიანი შეარჩიოთ, სამზარეულოს გარნიტური კი სადა, ღია ფერის ჯობს. ჩაშეენებული ტექნიკა, რა თქმა უნდა, ადგილს დაგიზოგავთ.

კარადების ჭერიდანვე განთავსებაც საკმაოდ გონივრული და ეფექტური გადაწყვეტილებაა.

საბოლოოდ აი, ასეთი სამზარეულო გამოვა. ნამდვილად შთამბეჭდავია.



აქ არსებობს ორი მთავარი საიდუმლო ნიუანსი:

1. როგორც უკვე გითხარით, კარადები მთელ პერიმეტრზე ჭერიდან იწყება და გამოყენებულია მთელი სივრცე, მაცივრის თავიც კი.
2.კარნიზები, ფარდები, განიერი ფანჯრის რაფა ადგილს ჭამს, ასე რომ, ვიწრო რაფა და ჟალუზი ამ შემთხვევაში მართლაც ძალიან ეფქტური და რაც მთავრია, ლამაზია.


საძინებელი

საძინებლის მთავარი მოთხოვნაა, რომ ადგილი, სადაც გვძინავს, უნდა იყოს მაქსიმალურად მოხერხებული და კომფორტული.
რადგან ამ სახლში გარდერობის ოთახი ცალკეა, არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ საძინებელში განთავსედეს კარადები.



საძინებელში უნდა იყოს სივრცე, შეგიძლიათ შეარჩიოთ ფოტოშპალერი დიდი გამოსახულებით ერთ კედელზე, რომელიც სარკეში გამოჩნდება, ასეთ შემთხვევაში თქვენი საძინებელი ზომაში გაორმაგდება.


შემოსასვლელი

იმისათვის, რომ მისაღები ოთახისა და შემოსასვლელის სტილმა ერთმანეთი შეავსოს, გააგრძელეთ აგურის თემა. აქ გამოყენებულია დიდფორმატიანი კერამოგრანიტი.

სივრცის ვიზუალურად გასადიდებლად აქაც გამოყენებულია სარკის ფორმატი.


შედეგი ნამდვილად ღირს წვალებად. დაიმახსოვრეთ, როგორი სტილიც უნდა შეარჩიოთ, მთავარია ის იყოს მყუდრო და კომფორტული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები