ახალგაზრდა დიზაინერმა ჩვეულებრივი სატრანსპორტო კონტეინერებისგან 4 სართულიანი სახლი ააშენა


რას არ გააკეთებს ადამიანი საკუთარი სახლის ქონის სურვილით., განსაკუთრებით მაშინ, თუ საკუთარი ხელითაც შეგიძლია რამის გაკეთება. ახალგაზრდა ამერიკელმა დიზაინერმა მარტივი გამოსავალი მოძებნა და საკუთარი სახლის აგება სატრანსპორტო კონტეინერებით გადაწყვიტა.



მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა პირველად მას არ მოსვლია, საბოლოო შედეგით ყველა აღფრთოვანებული დარჩა.



საკუთარი სახლის მშენებლობა საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. ეს პროცესი სერიოზულ კაპიტალსაც მოითხოვს.



თუმცა თუ ადამიანს აქვს სურვილი ყოველთვის მოიძებნება ალტერნატიული, შედარებით იაფი ვარიანტები.
ამ შემთხვევაში ჩვენ ჩამოწერილი სამშენებლო კონტეინერებით აშენებულ სახლს წარმოგიდგენთ და დაგარწმუნებთ, რომ
შეუძლებელი არაფერია.



ტვირთის გადასატანი საზღვაო კონტეინერები საკმოდ მდგრადია კლიმატური პირობების მიმართ. თუ სახლის აშენებას აღნიშნული მასალით აპირებთ დიდი ყურადღება უნდა მიქციოთ კონსტრუქციას, კარკასი დაზიანებული არ უნდა იყოს.



ამერიკელ დიზაინერს საკუთარი სახლის ასაშენებლად 11 კონტეინერი დაჭირდა.



კონსტრუქციის დამონტაჟების შემდეგ იწყება საცხოვრებელი ზონის გაფორმება. პროექტის თანახმად პირველ სართლზე განლაგებულია მისაღები, საძინებელი და აბაზანა. პირველ რიგში გაიყვანეს ყველა საჭირო კომუნიკაცია და იზრუნეს სახლის დათბობაზე. Kკონტეინერი ხომ მეტალის არის და მას საგულდაგულოდ დათბობა ჭირდება.



კედლები და ჭერი სპეციალური მასალით დათბილეს. გაკეთდა ასევე ხმის იზოლაცია.



მოწესრიგდა პირველ რიგში საძიებეელი და აბაზანა, შემდეგ კი სამზარეულო.



მეოთხე სართულზე გათვალისწინებულია მოსასვენებლი და შემოქმედებითი ზონა. დანარჩენ ტერიტორიაზე დაგეგმილია ღია ტერასის გაკეთება.



გამომდინარე იქიდან, რომ სახლის მეპატრონე ლოფტის სტილის თაყვანისმცემელია ინტერიერში დომინირებს ნატურალური მასალა, ასევე
გათვალისწინებულია მეტალის კონსტრუქციები.



სამზარეულოში, რა თქმა უნდა, დამონტაჟებულია ყველა საჭირო ტექნიკა. მისაღები მაქსიმალურად თავისუფლად არის დატოვებული.



არასტანდარტული სანათები და ჭაღები, დახვეწილი აქსესუარები სახლს ძალიან მყუდროს ხდის.




თანამედროვე მომხმარებლის რამით გაკვირვება ცოტა რთულია, თუმცა დაინტერესება და გაფრთხილება მაინც შესაძლებელია. აი, მაგალითად, კონტეინერებით სახლის მშენებლობა რა თქმა უნდა, საინტერესო იდეაა, თუმცა არც ისე იაფი და საკმაოდ დიდი დროც ჭირდება. ეს ჩვენი რჩევაა, რამდენად გაითვალისწინებთ თქვენი გადასაწყვეტია.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები