მხატვარსა და არქიტექტორ-დიზაინერ ლელი შევჩენკოს გასაცნობად და რჩევების მისაღებად სახელოსნოში ვესტუმრე. მას საკმაოდ დიდი პრაქტიკა აქვს. მისი პროექტები სტილისტურად მრავალფეროვანია: ბინებისა და ოფისების დიზაინი, 2-3-სართულიანი საოჯახო ტიპის სასტუმროების კომპლექსის მშენებლობა, ავეჯის მოხატვა-რესტავრაცია და ა.შ. ამჯერად მისი დაპროექტებული რამდენიმე კერძო სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ბოლო ხანს რამდენიმე კლინიკის, სამშობიარო სახლის, ესთეტიკური ცენტრის კედლების მოხატვამაც მოუწია. ამავდროულად შემოქმედებით სტუდიაში ბავშვებთან მუშაობს როგორც პედაგოგი და სხვადასხვა თემაზე მათ ვორკშოფებს უტარებს.
თავდაპირველად მუშაობდა ძველი თბილისის სარეაბილიტაციო ჯგუფთან, კვლევით სამუშაოებს აწარმოებდა, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ
პირველი სერიოზული პროფესიული გამოცდილება ძველი თბილისის თემაზე მუშაობამ მოუტანა. შემდეგ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობაზე გადაინაცვლა. მაგრამ ძალიან მალე იდეური წინააღმდეგობის გრძნობა გაუჩნდა, რადგან მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში, კორპუსები მწვანე საფრის განადგურების ხარჯზე შენდება. როგორც ამბობს, არც მატერიალური და არც კარიერული თვალსაზრისით, ამგვარ პროექტებზე მუშაობა არ უღირდა. თანაც, როგორც ახალგაზრდა არქიტექტორს, არ სურდა მრავალსართულიანი კორპუსის დაგეგმარებაში მონაწილეობა, ვინაიდან ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საკითხია.
- ბავშვობიდან მიყვარდა არაფრისგან რაღაცის შექმნა, თოჯინებითა და სხვა სათამაშოებით თამაში არ მაინტერესებდა. 90-იანი წლები იყო და ჩვენს თაობას არ ჰქონდა ბევრი რამის ფუფუნება. სახლის მაკეტს გავაკეთებდი და მერე მის გარშემო ჩემი ფანტაზიით თამაშს ვიწყებდი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ პროფესიული არჩევანი მხოლოდ ამ კუთხით შემეძლო გამეკეთებინა, სხვა სფეროებიც მაინტერესებდა და გამომდიოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არქიტექტურა-დიზაინისკენ გადავიხარე, რადგან ეს პროფესია შემოქმედებით და პრაქტიკულ ინტერესებს აერთიანებს. აქ დიდი განათლება გჭირდება, ძველის კარგად ცოდნა, რომ რაიმე ახლის შექმნა და სხვისთვის შეთავაზება შეგეძლოს. კარგად უნდა იცნობდე ფერებს, რათა მათ გამაზე მუშაობა შეძლო და ასევე აუცილებელია ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნა, რომ სწორად მიუდგე დამკვეთს და მის ინდივიდუალურ გემოვნებას მოარგო ესა თუ ის სივრცე. აქედან გამომდინარე, არქიტექტორ-დიზაინერის პროფესიას მსახიობის პროფესიასაც ვადარებ და ფსიქოლოგისასაც. კიდევ ერთ შედარებას მოვიყვან, ადამიანებს ვარგებ სივრცეს, ისევე როგორც ამას ტანსაცმლის დიზაინერი აკეთებს.
რამდენიმე რჩევა კედლის მოხატვასთან დაკავშირებით
- ბოლო პერიოდის ტენდენციებით, მშობლებს ძირითადად ბავშვის ოთახის მოხატვა სურთ. ამ დროს სასურველია, აქცენტი თბილ ფერებზე გაკეთდეს, რადგან უმეტეს შემთხვევაში, ეს ოთახი ბავშვის საძინებელიცაა და ამიტომ არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი. სასურველია, ინტერიერში მხოლოდ 3-4 ფერი გამოვიყენოთ, ზედმეტი სიჭრელე და ცისარტყელას ფერები, მხოლოდ გასართობი ცენტრებისთვისაა მისაღები, სადაც ბავშვი 2-3 საათს ატარებს. საძინებელსა და სამეცადინო სივრცეში კი მოზარდი დიდ დროს ატარებს და კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს.
ლელი ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა ბავშვმა სურვილი გამოთქვა, მისი ოთახი წითელი ყოფილიყო. ვინაიდან წითელი აგრესიულ ფერად ითვლება და გონებრივ აღგზნებას იწვევს, დიზაინერი მას არ დაემორჩილა, ამ ფერის მხოლოდ დეტალები გააკეთა და შედეგით პატარა კმაყოფილი დარჩა.
- კედლის მოსახატად პირველ რიგში დაგვჭირდება გრუნტი, რომელიც შეიძლება იყოს სახამებელი, ან წებო-ემულსია; ნახშირი ან ფანქარი, წყლის საღებავი ან გუაში, სხვადასხვა ზომის ფუნჯები - სხვადასხვა სირთულის გამოსახულების შესაქმნელად, ე.წ. საგორიალო - კედლის დასამუშავებლად, წებოვანი ლენტი (სკოჩი) და ლაქი, რომლითაც ნახატს მდგრადობას შევუნარჩუნებთ. უსიამოვნო სუნის გამო, ლაქის გამოყენება უნდა მოხდეს მაშინ, როცა შინ ოჯახის წევრები არ იქნებიან. წინასწარ მოფიქრებული ესკიზი კედელზე ნახშირის მეშვეობით უნდა დავიტანოთ და მუშაობას ამის შემდეგ შევუდგეთ. ხატვაში გაუცნობიერებელს შეუძლია, ნამუშევარი კალკით ამობეჭდოს და კედელზე სასურველი კონტურები ისე მოხაზოს.
ლელი შევჩენკომ ერთი შეხედვით დაზიანებული დისკი ხელოვნების ნიმუშად აქცია. გამოუსადეგარი კომპაქტდისკის მოხატვა ნებისმიერს შეუძლია. ამისათვის საჭიროა მხოლოდ დისკის ფანქარი, მარკერები, სახაზავი და ფანტაზია. ზოგს შეიძლება თარგი დასჭირდეს, სასურველი და თანაბარი ფიგურის გამოსაყვანად, მაგრამ როგორც გვითხრა, მთავარი ინტრიგა აქ სპონტანურობაა, რადგან რთულია, წინასწარ განსაზღვრო, რა სახის კომპოზიციას მიიღებ საბოლოოდ. საღებავით მუშაობა გაცილებით რთულია, გაშრობასაც დიდი დრო მიაქვს, ამიტომ დისკის მოსახატად მარკერი გვირჩია.
ამ შემთხვევაში დისკი ჯერ ერთი ფერის მარკერით დაფარა, შემდეგ მასზე რამდენიმე ფერი დაიტანა. თუ გვინდა, რომ დისკი პრიალებდეს, მოხატვის ბოლოს, ის პულვერიზატორიანი უფერო ლაქით შორი მანძილიდან, დაახლოებით 30-40 სანტიმეტრის დაშორებით, უნდა დავფაროთ.
მოხატული დისკი შეიძლება ჭიქის დასადებად გამოვიყენოთ, რამდენიმე ერთად მუყაოს ან ხის ყუთზე დავაკრათ დეფექტების დასაფარავად ან უბრალოდ გასალამაზებლად. კიდევ ერთი ვარიანტია - მოხატული დისკების მუყაოს სიბრტყეზე დაკვრა, რომ ვიზუალურად მშვენიერი კომპოზიცია შევქმნათ. ასე მრავალკუთხედი სანათის გაკეთებაც შეგვიძლია, და თუ კომპაქტდისკებს ერთმანეთზე თოკებით გადავაბამთ, დეკორატიულ ფარდასაც მივიღებთ.
როგორც ხედავთ, მთავარია სურვილი, ნებისყოფა და შინ ორიგინალური ნივთები და კედლები გვექნება.
ანა კალანდაძე