რამდენად კარგი რემონტიც უნდა გავაკეთოთ სახლში, რამდენიმე წელიწადში ერთფეროვნება გვბეზრდება და ინტერიერში ცვლილებების შეტანის სურვილი გვიჩნდება, თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ სახლის ხელახლა გარემონტება მარტივი საქმე არაა... ინტერიერის დიზაინერი სოფი ბეიტრიშვილი, რომელიც ბატიკაზე მუშაობს და არაჩვეულებრივ ბალიშებს, შარფებსა და დეკორატიულ პანოებს ქმნის, გვთავაზობს რჩევებს სხვადასხვა აქსესუარით ინტერიერის განახლების თაობაზე. მისი ნამუშევრები ფერთა მრავალფეროვანი პალიტრით გამოირჩევა და ადამიანს პოზიტიურად განაწყობს... სოფის მეგობრებთან ერთად დაარსებულ სტუდია-სახელოსნოში შევხვდით და რჩევებთან ერთად მის შემოქმედებაზეც ვისაუბრეთ.
- პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ვარ, სამხატვრო აკადემია დავამთავრე... ყოველთვის მქონდა
სურვილი, სახლისთვის საკუთარი ხელით გამეკეთებინა დეკორატიული ნივთები, აქსესუარები. სწავლის დამთავრების შემდეგ, დამოუკიდებლად დავიწყე ქსოვილზე ხატვის შესწავლა, კერძოდ, ბატიკით დავინტერესდი. ბატიკა გახლავთ ქსოვილზე ხელით ხატვის უძველესი ტექნიკა, რომლის სამშობლოდაც ინდონეზია ითვლება, თუმცა ამ ხერხით დამუშავებული ქსოვილის პირველი ნიმუშები აღმოჩენილია ეგვიპტეში და ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნით თარიღდება. ვინაიდან ქსოვილზე ამ ტექნიკით ხატვა ძალიან შრომატევადი და რთული პროცესია, ასეთი სამოსის ტარება თავდაპირველად მხოლოდ არისტოკრატების პრივილეგია იყო.
არსებობს ბატიკის ცივი და ცხელი მეთოდები. ცხელი კეთდება დამდნარი ცვილის გამოყენებით, სპეციალური ინსტრუმენტებით, რამდენიმე ფენად ეტაპობრივად იფერება. ცივ ტექნიკაში კი გამოიყენება წყალგაუმტარი შემადგენლობის სარეზერვო მასალა, რომელიც სპეციალურ წვრილთავიან მინის მილში უნდა მოვათავსოთ და ქსოვილზე წინასწარ ფანქრით გადატანილი ესკიზის კონტურები დავარეზერვოთ. კარგად გაშრობის შემდეგ ვიწყებთ უკვე ფერების ჩასხმას.
რეზერვი აუცილებლად დაკვირვებით უნდა გაკეთდეს, საღებავმა რომ არ გამოჟონოს. ქსოვილი სასურველია, იყოს აბრეშუმი, საღებავები კი სპეციალურად აბრეშუმისთვის განკუთვნილი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც გარეცხვის შემდგომ არ იცვლის ფერს, ირეცხება ხელით თბილ წყალში.
სიმართლე გითხრათ, თავიდან მუშაობა ძალიან გამიჭირდა, უამრავი საღებავი და ქსოვილი გავაფუჭე, მაგრამ პრაქტიკამ ბევრი მაჩვენა, მივხვდი, სად ვუშვებდი შეცდომებს და ნელ-ნელა ვხვეწდი ნამუშევრებს. გული მწყდება, რომ საქართველოში ბატიკა ნაკლებადაა ცნობილი და განვითარებული... ჩემი შემოქმედება დღეს მოიცავს დეკორატიულ ნახატებს - პანოებს, შარფებს, ბალიშებს. ტექსტილი ინტერიერის დიზაინში - ესაა ჩემი საქმე...
ერთი წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა - ლელი შევჩენკომ და ნატალი ზურაბიშვილმა გავხსენით სტუდია-სახელოსნო, სადაც ერთად ბევრ საინტერესო რამეს ვქმნით. ჩვენთან კეთდება ინტერიერის დიზაინი, ტიხრული მინანქარი, დეკორატიული ნივთები, ტარდება არტ-თერაპიები ბავშვებისათვის საკვირაო სკოლაში, ვორქშოპები. როცა დრო გვაქვს, ვიკრიბებით ხელოვანი ადამიანები და ვსაუბრობთ ჩვენს გეგმებსა და სიახლეებზე.
- რა დატვირთვა აქვს დეკორატიულ ნივთებს თუ აქსესუარებს ინტერიერში? და რის მიხედვით უნდა შევუხამოთ ის კონკრეტულ სივრცეს, რომ ამოვარდნა არ გვქონდეს...
- ადამიანებს ხშირად უჩნდებათ სურვილი, რაღაც შეცვალონ ინტერიერში, გააკეთონ ახალი რემონტი, ძველი ავეჯი ახლით ჩაანაცვლონ, მაგრამ ამის საშუალება ყოველთვის არ არის. ასეთ შემთხვევაში, დეკორატიული ნივთები, აქსესუარები, პანოები კარგი საშუალებაა სიახლის შესატანად. ამ ტიპის დეტალების დამატება ახალისებს და ცვლის ყველაფერს. თუ პროფესიონალს არ მიმართავენ, თავადაც შეუძლიათ, ინტერნეტის საშუალებით ან ვორქშოპებით ისწავლონ, როგორ გააკეთონ ესა თუ ის დეკორატიული ნივთი და გაამდიდრონ ინტერიერი. შესაძლებელია, უბრალო ბოთლს დააწებონ ე.წ. ჯვალოს ძაფი, გააფორმონ ლენტებით, საღებავებით, ხელოვნური ყვავილებით და ამით გაახალისონ გარემო. ქარხნული ნაკეთობისგან გამორჩეულ მოყვარულის მიერ გაკეთებულ ხელნაკეთ ნივთებს სულ სხვა ხიბლი აქვს.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ინტერიერში უფრო მშვიდ, თბილ ფერებს იყენებენ, დეკორატიული ნივთებით შეგვიძლია ფერადოვნება და სიხალისე შევიტანოთ. პირადად მე, ძალიან მიყვარს ნათელი ფერები, როგორი ნეგატიური გარემო და რეალობაც უნდა იყოს, ჩემს ნამუშევრებში ეს არასდროს იგრძნობა...
როდესაც ვიღებ ინდივიდუალურ შეკვეთას დეკორატიულ ნივთებზე, თუნდაც ბალიშებზე, პირველ რიგში ვაგზავნინებ ინტერიერის ფოტოებს, ამის მიხედვით ვიწყებ ესკიზსა და ფერებზე ფიქრს, აუცილებლად ვახამებ ფარდასთან, კედლის, ავეჯის ფერთან, მაგრამ ამასთან ვცდილობ, განსხვავებული იყოს სავარძლის და დივნის ფერისგან, რომ არ ჩაიკარგოს და უფრო ლამაზად გამოჩნდეს. ასევე ვითვალისწინებ დამკვეთის გემოვნებას.
- ვთქვათ, მისაღებში არსებული სამეულისთვის მჭირდება რამდენიმე ბალიში, ისინი ერთმანეთის იდენტური უნდა იყოს, თუ ფერით ეხამებოდეს ერთმანეთს?
- აუცილებელი არ არის, ყველა ბალიში ერთნაირი იყოს, ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს როგორც თემატიკის, ასევე ფერების მხრივ. რასაკვირველია, იმ ტონალობებზე უნდა შევაჩეროთ არჩევანი, რომელიც ჩვენ მოგვწონს და არ იწვევს გაღიზიანებას. სახლი ის ადგილია, სადაც მყუდროდ და კომფორტულად უნდა იგრძნო თავი და არც ერთმა დეტალმა არ უნდა დაარღვიოს ეს შეგრძნება. ოფისებში, კაფეებში, ბარებში უფრო თამამები არიან და არ ეშინიათ კონტრასტული ფერების.
მართალია, ხელოვნება თავისუფალია ჩარჩოებისგან და არღვევს ყველა კანონს, მაგრამ არსებობს დაუწერელი კანონები, თუნდაც ფერებთან მიმართებაში, რომლის გათვალისწინებასაც გირჩევთ. ყველაზე მშვიდ ფერად აღიარებულია მწვანე, მაგრამ ალბათ, არსებობენ ერთეული ადამიანები, ვისაც ეს ტონალობა აღიზიანებს. ზოგადად, თუ მწვანე ფერი ამშვიდებს, პირიქით გამაღიზიანებელია დიდი რაოდენობით წითელი ან ლიმონისფერი, და ყოველთვის ცდილობენ, ეს ფერები ნაკლებად შეიტანონ ინტერიერში. აი, ყავისფერი, შოკოლადისფერი, ფორთოხლისფერი, ნარინჯისფერი კი მადისაღმძვრელ ფერებადაა აღიარებული, ამიტომ ამ ფერებს უფრო სამზარეულოში იყენებენ. საძინებელში აუცილებლად მშვიდი და სადა ფერი უნდა იყოს.
- საძინებელი რომელი დეკორატიული აქსესუარით შეიძლება გავაფორმოთ?
- ალბათ, უფრო სანათებით. ასევე, შესაძლებელია, ის კედელი, რომელზეც თავით მიდგმულია საწოლი, დავტვირთოთ ნახატით, პანოთი. კედელი სწორად უნდა იყოს შერჩეული, თუ მასზე საწოლია მიდგმული, მაშინ ის არ იქნება დამღლელი და გამაღიზიანებელი, გაალამაზებს გარემოს, მაგრამ ოთახში შესვლისას რეალურად თვალში ნაკლებად მოსახვედრი იქნება. ფარდა, ავეჯი და კელდები კი მშვიდი და თბილი უნდა იყოს საძინებელში.
- რამდენად პრაქტიკულია დეკორატიული ნივთები ყოველდღიური მოხმარებისთვის?
- ნაკლებად პრაქტიკულია, ისინი უფრო ინტერიერის გასალამაზებლად და გასახალისებლადაა. მაგალითად, ბალიშებს, რომელსაც მე ვამზადებ, ყოველდღიურად ვერ გამოიყენებ, მათზე თავის დადება არ შეიძლება, გაფუჭდება. თუმცა, ჩემი შექმნილი შარფები ჩვეულებრივად ირეცხება. ხშირად ინტერესდებიან ამ თემით და ყოველთვის განვმარტავ, რომ ქსოვილი შეღებილია სპეციალური საღებავით, რომელიც გარეცხვის შემდეგ არ გადადის, მაგრამ რადგან აბრეშუმზეა დახატული და თვითონ ქსოვილია ძალიან ნაზი, არ ირეცხება სარეცხ მანქანაში, გრილ წყალში ხელით უნდა გაირეცხოს და შესაბამის, აბრეშუმის რეჟიმზე უნდა გაუთოვდეს. თუ კარგად მოუვლით, არ გაფუჭდება და არ დაკარგავს პირვანდელ სახეს. პირადად მე, ბუნებრივ ქსოვილებზე ვმუშაობ და თქვენს მკითხველსაც ვურჩევდი, რომ სახლის ნივთებისა თუ აქსესუარებისთვის ნატურალურ ქსოვილებზე შეაჩერონ არჩევანი. შემიძლია, გასწავლოთ, როგორ მიხვდეთ, ნატურალურია თუ არა ქსოვილი. უნდა დაწვათ ქსოვილის პატარა კუთხე, შესაძლოა ძაფიც საკმარისი იყოს. თუ დაიფერფლა, ნატურალურია, თუ გაწებოვნდა და ბურთივით გაიკეთა, ესე იგი ხელოვნურია.
- თქვენ პანოებსაც ქმნით, რაც ძალიან მოდური და აქტუალურია თანამედროვე დიზაინში...
- კი, ასეა. დეკორატიული ნახატი უფრო რთული სამუშაოა, შესაბამისად პროცესიც დიდხანს გრძელდება და ფასიც შედარებით მაღალი აქვს, ვიდრე ვთქვათ ბალიშებს ან შარფებს... როგორც წესი, ისინი დიდ მოწონებას იმსახურებენ, მაგრამ მათი შეძენის საშუალება ბევრს არ აქვს. ბოლო პერიოდში ბალიშებზე უფროა მოთხოვნა. მით უმეტეს, რომ ჩემი თითოეული ნამუშევარი ექსკლუზიურია, არ მეორდება და შეგრძნება, რომ ის კონკრეტული ნივთი მარტო შენ გაქვს, ძალიან სიამოვნებთ ხოლმე.
- როდისაა ზედმეტი დეკორატიული ნივთები ინტერიერში?
- მაშინ, როცა ბევრი ერთად არათემატურადაა განლაგებული. მსგავსი რამ ხშირად მომხვედრია თვალში, მაგალითად, რესტორნებში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო დროს ძალიან დაიხვეწა ინტერიერის დიზაინი. არის ადგილები, სადაც შეხვალ და გესიამოვნება იქ ყოფნა, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს, სადაც ნივთების სიმრავლე და უაზრო განლაგება გიჩენს სურვილს, მიხვიდე და შენებურად გადაალაგო ყველაფერი (იღიმის). ასეთ რაღაცებს არაპროფესიონალის თვალიც კი გრძნობს და ამჩნევს.
ციცი ომანიძე