როგორ უნდა მორთოთ ნაძვის ხე ახალ 2020 წელს - რომელი ფერები და ფორმებია ტრენდული

საზეიმო განწყობა, განსაკუთრებით კი საახალწლო, პირდაპირ კავშირშია სადღესასწაულო აქსესუარებთან.
ფენ-შუი და 2020 წლის მოდის ტენდენციები დაგეხმარებათ ახალი წლის შეხვედრის ორგანიზებაში. ალბათ გაინტერესებთ, როგორ უნდა მორთოთ ნაძვის ხე ვირთხის წელს, რათა მისი კეთილგანწყობა დაიმსახუროთ.

რომელი ფერები უნდა გამოვიყენოთ




დამდეგი 2020 წელი თეთრი ვირთხის წელია. ამიტომაც ამ წელს დომინანტი იქნება თეთრი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი.
ვისაც უფრო კაშკაშა ფერები მოსწონს, შეუძლია რჩეული ფერები თეთრს შეუხამოს.
ნაძვის ხის საინტერესოდ მოსართავად დიზაინერები ზღვისტალღისფერს და იასამნისფერს გვირჩევენ.
უმჯობესია საერთო პალიტრას ცივი ფერები ავსებდეს.
შეძლებისდაგვარად უარი თქვით წითელზე,
ოქროსფერზე, ყვითელსა და სტაფილოსფერზე.
ვერცხლისფერი და თეთრი უნდა ჭარბობდეს ნებისმიერი ნაძვის ხის მორთვის დროს. ეს ორი ფერი უნდა ქმნიდეს საერთო ფონს.

საახალწლო დეკორის ტენდენციები





1. ვერტიკალური გაფორმება, რომლიც გულისხმობს გირლანდების ზემოდან ქვემოთ განთავსებას.
2.  რგოლისებრი სისტემა, რომელიც სათამაშოების წრეზე განლაგებას გულისხმობს.
3.  სპირალისებური მეთოდი, წვიმები და გირლანდები ნაძვის ხეზე ზემოდან ქვემოთ არის განლაგებული სპირალისებურად.
4.  ინტუიციური მეთოდი, როდესაც სათამაშოებს კიდებთ ინტუიციურად, იქ, სადაც ხელი მიწვდება.


ძალიან ტრენდულია ამ წელს ნაძვის ხის სხვადასხვა ფიგურით მორთვა, იქნება ეს თოვლის ბაბუები თუ თოჯინები.
რაც უფრო დიდი ზომის არის ფიგურა, მით ეფექტურად გამოიყურება თქვენი ნაძვის ხე. ხელოვან ადამიანებს შეუძლიათ ნაძვის ხის მოსართავები საკუთარი ხელით დაამზადონ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები