სტუმრად ზღაპარში _ როგორ შევქმნათ სახლში საახალწლო განწყობა


როგორ მოვაწყოთ ისეთი ინტერიერი, რომ საახალწლო ზღაპარი რაც შეიძლება დიდხნას გაგრძელდეს?
აი, რას გვირჩევენ ინტერიერის დიზაინერები

უბრალო და ბრჭყვიალა



მანათობელი ნათურები ნაძვის ხეზე, შუშის სასანთლეები განსაკუთრებულად ეფექტურად გამოიყურება ოქროსფერ და ვერცხლისფერ დეკორის ელემენტებთან ერთად.

ბევრი შუქი



თუ პატარა ოთახში ნაძვის ხის ადგილი არ არის შეგიძლიათ კედელზე მძივების ნაძვის ხე გააკეთოთ, ჯადოსნურ განწყობას კი მანათობელი გირლიანდები უზრუნველყოფს.

ისევ ნათურები



მთავარია, რომ განათებებთან დაკავშირებით ზომიერება დაიცვათ და არ გადააჭარბოთ. ის აუცილებლად ზომიერი ნდა იყოს და ადგილიც შესაბამისი უნდა ქონდეს შერჩეული.

ელეგანტურობა



ეცადეთ,
რომ მაგიდა რაც შეიძლება ელეგანტურად გააწყოთ, შეგიძლიათ გაალამაზოთ ფლორისტული ნამუშევრებით, ნაძვის ტოტებითა და ცოცხალი ყვავილებით.

ირგვლივ დღესასწაული



ეცადეთ, რომ საახალწლო ელემენტები მთელ სახლს მოფინოთ, იქნება ეს საძინებელი, მისაღები თუ სამზარეულო, კორიდორი და აბაზანაც კი.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები